• რეკლამა
  • კონტაქტი
19:24, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეკითხებოდნენ, ისეთიაო, ანუ მიწისძვრისო? – ეს “საიდუმლო” ახლობლებმა კარგად იციან” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:40 02-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“წლებია, მიწისძვრის წინ, რამდენიმე საათით ადრე, დაუძლეველი ძილიანობა მემართებოდა, რომ იტყვიან, “გათიშვამდე”, ჩემები მეკითხებოდნენ კიდეც, ისეთიაო, ანუ მიწისძვრისო? თუ “ისეთი” იყო, აუცილებლად ხდებოდა მიწისძვრა. ეს “საიდუმლო” ახლობლებმა კარგად იციან. ეს წლები გრძელდებოდა.
დღევანდელი მიწისძვრის “პროგნოზი” არ მქონდა და ანას ვუთხარი, გულისწყვეტით; ხედავ, თურმე მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ-მეთქი.

ახლა გამახსენდა, ზუსტად გუშინწინ მიწისძვრა მესიზმრა, აქ, ამ ადგილას, ვაკეში, სადაც ადრე ჩემი მშობლების სახლი იდგა, ახლა კი კორპუსში ვართ; გამოვრბოდით და ანას ბავშვი ეჭირა, ჭერი დამსკდარიყო. მეუღლე კორიდორში ვითომ პალტოებს დასწვდა, გარეთ ციოდა. გუშინ სიზმარი ვუამბე ჩემებს, ერთი კი მიკვირდა, ტყუპებიდან ანას ერთი რატომ ეჭირა-მეთქი.

ამ საღამოს, რომ დაკრა მიწისძვრამ, ბავშვების ოთახში შევცვივდით, ანამ ორივე აიყვანა ხელში და მოდი, სვეტთან დადექი-მეთქი, ვუყვირე. ჭაღი წკარუნს აგრძელებდა.
და მე ვთქვი, რომ მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ წინასწარ? 🙂 ერთი დღით ადრე მიწისძვრა, ზუსტი ადგილი, სეზონი, მე და ანა, ყველაფერი სიზმარში ლამის ფილმივით ვნახე და ახლა, ორივე ბავშვი რომ ერთდროულად აიტაცა ეგ ვეღარ დავიმახსოვრე, ეტყობა!

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დაგვიფარავს უფალი!”

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved