• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეკითხებიან, რა არის ეს ვირუსი, როგორი გადასატანია, მარტივია? რთულია?? რა შეგრძნებებია??? შევეცდები ავხსნა“

ალია ავტორი - ალია
23:47 09-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

თაკო ჩარკვიანს, რომელიც 12 სექტემბრიდან კოვიდინფექციას ებრძვის, დღეს კოვიდ-19-ზე მეორე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:

„ბევრი მირეკავს და მეკითხება, რა არის ეს ვირუსი( კოვიდი) როგორი გადასატანია, მარტივია? რთულია?? რა შეგრძნებებია??? იქნებ სულაც არაფერია?! შევეცდები ავხსნა ( არაპროფესიონალურად): რა სირთულე ახლავს ამ ვირუსს, ძირითადად ის, რომ ვერ იგებ ხშირად, რომ გაქვს და დაგვიანებით აკითხავ ექიმს ( ჩვენს შემთხვევაში, თითქმის დაგვიანებული იყო, ჩემს მეუღლესთან განსაკუთრებით) რთული ვირუსია და რატომ ახლა ავხსნი: გაქვს მშრალი ხველა, ვერ სუნთქავ- უკმარისობა ჰაერის გჭირდება ჟანგბადი, წარმოუდგენელი რაოდენობით კარგავს სხეული სითხეს ანუ ადამიანი რითიც შედგება ( უბრალოდ საოცარი- უჩვეულო რაოდენობით) ანუ ელექტროლიტებს, ნატრიუმს , კალიუმს და ა.შ, ეს იწვევს საშინელ სისუსტეს, შესაბამისად ექიმები გეხმარებიან და აკონტროლებენ და მიდის შევსება ორგანიზმის, მოგეხსენებათ, რომ ელექტროლიტების ასეთი ოდენობით კარგვის დროს ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რამაც მძიმე – უმძიმეს შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი , გაქვს მაღალი სიცხე 38 და მეტი, ან შეიძლება 37 და 5 ,რას შვებიან ექიმები ამ დროს??? ექიმები ბრწყინვალედ მართავენ ამ ყველაფერს ანუ ყოველ დღე, ხდება სისხლის ფორმულის კონტროლი, ( რაც სახლში შეუძლებელია ვფიქრობ)კონტროლი სისხლის აუცილებელია , რადგან ამ ვირუსის თანმდევი პნევმონიის- ფილტვების დაზიანების გარდა, არის დედიმერის ანუ სისხლის შედედების მაღალი ალბათობა და სოც ქსელში გავეცანი ინფორმაციებს და ევროპაში, მაშინ როცა ძალიან ახალი იყო ეს კოვიდ -ვირუსი, ხშირად უკვდებოდათ პაციენტები თრომბოზებით, ახლა აშკარად მართავენ კარგად და მინდა აღვნიშნო უმაღლესი პროფესიონალიზმი ინფექციური საავადმყოფოს ექიმებისა სრული შემადგენლობით, ( ქ.ნი მარინა ეზუგბაია , ბ.ნი თენგიზ ცერცვაძე, ბ.ნი კახა ჩომახიძე საერთოდ მთელი შემადგენლობა განყოფილების ხელმძღვანელიდან დაწყებული ყველა ექთნით დასრულებული- უმაგრესი პროფესიონალები) რატომ მოვყევი დეტალები ამ ვირუსისა, იმიტომ ,რომ ეს არ არის საშიში ვირუსი იმ შემთხვევაში თუ დაიჯერებთ და გააანალიზებთ რომ საშიში და მძიმე ვირუსია, არ მოგკლავთ ეს ვირუსი, თუ სწორად აღიქვამთ რომ დროულად სჭირდება მიხედვა, რომ ექიმებს არ გაუჭირდეთ მისი მართვა! არ ვიცი რამდენად ავხსენი, მთხოვეს მეგობრებმა და დავწერე , რომ მე რაც ვიცი ამ ვირუსის შესახებ მივაწოდო ადამიანებს!გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება!“

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved