• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეკითხებიან, გეგმა როგორია? მეკითხებიან, რას ვაკეთებდით დღეს აქ? მინდა ეს გზავნილი წაიღოთ ოჯახებში…” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
21:22 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია:

“დღეს უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ხალხის გამოსვლას ქუჩაშიო… ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის თავისუფლება. რეალურად, ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს, ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა. დღემდე საუბრობდა არც თუ ისე ცოტა ადამიანი, გამოვა, რამდენი გამოვა? იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა. ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ეს, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა.

მეკითხებიან, რა საღამოს იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით? – პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. მენდეთ, მერწმუნეთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ხალხი – დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ.

მეკითხებიან, გეგმა როგორია? – გეგმა არის ერთადერთი – გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა. 30 ოქტომბრამდე უნდა გადანაწილდეთ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად – იქ უნდა აღმართოთ მშვიდობიანი კედლები, გამადიდებელი შუშით შევხედავთ ივანიშვილის წარმომადგენლებს. თუ რამე მინდა გაიგოთ, თუ რამე მინდა წაიღოთ თქვენ ძვირფას ოჯახებში, არის შემდეგი – 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს.

სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა მწუხრი, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, რადგან ჩვენ გამარჯვება გველოდება.

დღეს ჩვენ ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, საკუთარი დეპუტატები გამოიყვანეს დღეს და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობები ჰქონდათ თქვენზე, მადლობა, რომ მშვიდობიანად უპასეხეთ. ეს არის ძალა, რომელიც გაგვამარჯვებინებს.

დღეს მავანი ელოდა, რომ აურაცხელი ადამიანების შეკრების შემდეგ, აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმებოდა. რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა, ჩვენ არ მივალთ იქ, სადაც არ ვიცით, როგორ გადაწყდა და შორიდან დავაკვირდებიდთო და რატომ გქონდათ მოლოდინი, რო ჩვენი თვითმიზანი ძალადობაა. ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი ხმების დაცვა. 30 ოქტომბერს ან ივანიშვილი შეეგუება რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, გპირდებით.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved