• რეკლამა
  • კონტაქტი
04:21, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეხის გავარდნა?! თავზარის დაცემა?! უბედურების განცდა?!” – რა წერს ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
16:39 04-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,540

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

“აღდგომა მოდიოდა. ჭავჭავაძის გამზირის 2 ნომერში ვიყავი ბებია- ბაბუასთან. ეს სახლი დღესაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დგას. აივანზე შესაღებად გამზადებული კვერცხები ფრიალა თასში იყო ჩაწყობილი. ბებია კულიჩების დასაცხობად ცომს ამზადებდა. კარდამონის, ვანილის, მუსკატის საოცარი სურნელი ტრიალებდა.
ბაბუა, ქარხნის დირექტორი და პოლიტბიუროს წევრი, რატომღაც ამ ფაქტს არ აპროტესტებდა. ალბათ, უკვე აღარ იჭერდნენ წითელი კვერცხების გამო ადამიანებს… არც პარტიიდან რიცხავდნენ… არ ვიცი, არასოდეს მიკითხავს.
ენას გვართმევენ! კონსტიტუციაში ჩანაწერს ცვლიან! ქართული აღარ იქნება სახელმწიფო ენა! – აივნზე აღწევდა “რუპორით” გავრცელებული ეს ფრაზები. მეხის გავარდნა?!… თავზარის დაცემა?!… უბედურების განცდა?! არ ვიცი, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ბოლომდე ვერც გავიაზრე რას განვიცდიდი.
– კუწო, (ასე ვეძახდით ბაბუას) რა ხდება?- ვკითხე პიოტრ გიორგიერვიჩს.
– იდრენა მაწ, სულ გაგიჟდნენ, წამო ჩავიდეთ- მითხრა კუწომ და ინსტიქტურად, ერთი კვერცხი მილიციის მანქანას ესროლა. ახლა, როდესაც წლები გავიდა, ამ ფაქტზე მეცინება. მაშინ, ის ჩემთვის გმირი იყო! ტანმორჩილი, “გაპრიულ- გაწკიპული”, ძალიან ლამაზი, ქერჩის ბრძოლების მონაწილე, უთბილესი და უსაყვარლესი- ჩემი კუწო! ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე ვიცოდი, რომ ის ჩემი ნამდვილი ბაბუა არ იყო… დედა, ბებიას შვილი იყო პირველი ქმრისგან- არტემ გრძელიძისგან. უკვე “გაიასნებული” მქონდა ბაბუასთან, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და ჩემი ფასი დედამიწაზე არავინ არ ყავდა.
ასე დაიწყო ჩემი წილი 14 აპრილი.
მეორე დღეს ლექსი დავწერე. ჩემი პირველი და უკანასკნელი ლექსი სამშობლოზე. მაპატიეთ, დიდი ვერაფერია, მაგრამ რაც ვთქვი, გულით ვთქვი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ამ სიყვარულში!
“ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ
განვისყიდოთ თავისუფლება”
სოლომონ ლიონიძე
ნეტარ შენს ენას, ბრძენო კაცო, ნეტარ შენს აზრებს!
ჭკვიანი, არვინ რუსს არასდროს გაუღებს კარებს
თათარ- მოღოლთა უღელივით დაგვაწა მხრებზე,
ერეკლეს ზრუნვა საყვარელ ერზე.
ჭინჭველასავით იჭყლიტება ერთ დროს ამაყი
ერი დავითის, ერი თამარის.
სიტყვა ქართული ვერ გვითქვია რიხით, ამაყად,
თუ რამეს ვიტყვით, მასაც ვამბობთ იგავ- არაკად.
როდემდე იყოს ძილდამფრთხალი ქართველი ერი?!
რას მეტყვის მრევლი?……..
ხათუნა ხოფერია
მოკლედ, დავწერე, “კალკის” ქაღალდით გადავამრავლე, ხელიც მოვაწერე და გავავრცელე. მერე, დირექტორთან- დიტო შალამბერიძესთან- დამიბარეს… ვიღაც უცნობი მოჭუტული თვალებით მიყურებდა… დირექტორმა, ეტყობა, ჩფარცხა ამბავი… ნათელი მის სულს! ძალიან მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი, რომ მასაც ვუყვარდი. ერთი კი მითხრა: – ხოფერია, როდემდე უნდა წველო ჩემი ნერვები მეწველი ძროხასავითო…- და შუბლზე მაკოცა!
დედაენის დღეს გილოცავთ!
ენა დავითის და ენა თამარის არ მოგვიშალოს ღმერთმა!
იაკობ გოგებაშვილის სიყვარულით ესწავლოს ჩვენს მონაგარს სიტყვა ქართული!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!…”
თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved