78 წლის რობერტ დასტს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, – ამის შესახებ BBC წერს.
ამჟამად, კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რობერტ დასტის სასჯელი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გათავისუფლების ნებისმიერ შანსს გამორიცხავს. ის საუკეთესო მეგობრის მკველობისთვის გაასამართლეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან მეგობარი სუზან ბერმანი 2000 წელს, მას შემდეგ მოკლა, რაც ქალმა გადაწყვიტა, რომ პოლიციასთან მისი მეუღლის გაუჩინარების შესახებ ესაუბრა. ბერმანი საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. დასტის მეუღლე 1982 წელს გაუჩინარდა და ამ დრომდე უცნობია, რა შეემთხვა ქალს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ კაცმა, მეგობრის გარდა, კიდევ ორი ადამიანი – მეუღლე და მეზობელიც მოკლა, თუმცა, მას ეს ბრალი არ დაუმტკიცდა.
ამ ამბის შესახებ, HBO-მ სერიალი The Jinx-ი გადაიღო.
კომენტარები