• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეგობარი და შვილის ნათლია ემუქრებოდნენ” – რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
16:23 11-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

7 ნოემბერს დილით 43 წლის თედო გობეჯიშვილი­ ოჯახის წევრებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. მომხდარში “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიცია დაადანაშაულა.
“დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა­ 2006 წლიდან.

“კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუებსს თედო გობეჯიშვილის მეგობართან და დაკავებულების ადვოკატებთან:

“თედომ აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა”

საქმეში არის მოწმის ჩვენება, რომელიც­ დაკავებულების გვარებს ასახელებს და ირწმუნება, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ­ გობეჯიშვილის დაყოლიებას. ზაალ ზაალიშვილი­ გარდაცვლილის­ უახლოესი მეგობარია და არჩევნებზე ის თედო გობეჯიშვილის თანაშემწედ მუშაობდა.
– პოლიციას ვუამბე­ ყველაფერი, რაც თედომ მითხრა ტრაგედიის ღამეს. აღელვ­ებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა – თან მინდა­ რჩევაც გკითხო და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებაო.­ ერთმანეთს გვიან ღამით ქუჩაში შევხვდით.­ ძალიან აღელ­ვებული­ იყო და მითხრა, რომ მისი მეგო­ბრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ,­ მერე კონსპირაციული შეხვედრა სთხოვეს­. “რომ შევხვდი, მითხრეს, ხომ ხედავ­, ამ ხელისუფლების­ დღეები დათვლილია, აღარაფერი ეშველებათ, დროა, მიიღო გადაწყვეტილება, რაც შენს ოჯახსაც წაადგება და ქვეყანასაც.­ საჯაროდ უნდა გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები, რომ შენ ამ ფარსში არ იღებ მონაწილეობას და ხმაურით დატოვო კომისიის თავმჯდომარეობაო”. ისიც უთქვამთ,­ მატერიალური წახალისებაც იქნებაო. 50.000 დოლარზე იყო ლაპარაკი, რაზეც თედომ კატეგორიული უარი განუცხადა. განიცდიდა, შინაურები არიან და ასეთი რამ როგორ მაკადრეს, ხომ იციან, ადმინისტრაციის თანამშრომელი­ ვარ და ბოლომდე ვემსახურები ჩემს საქმესო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღეს, მერე მუქარაზე გადავიდნენო. უთქვამთ, რაც გითხარით, ის ყველაფერი მაინც მოხდება და ორი დღის ვადას გაძლევთ მოსაფიქრებლადო. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაპატიმრდება და კი ვართ მეგობრები, მაგრამ მერე ჩვენ ვეღარაფერს გიშველითო. ამაზე ძალიან იყო აღელვებული.


– მათგან საშიშროებას გრძნობდა?- საშიშროებაზე ვერაფერს ვიტყვი, ის კი თქვა, ეს სისტემა თუ მობრუნდა, უარ­ესის­ გამკეთებლები არიან, მაგრამ ჩემთვის ეს არ უნდა ეკადრე­ბინათო. უთქვამთ, არ გეგონოს ამ საკითხზე მარტო­ შენ გხვდებით, ივანე ბურდული უკვე გადავიბირეთ, ცესკოს სპეციალისტი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ახლა ყველა საოლქო­ საარჩევნო კომისიაში მივალთ და დაველაპარაკებითო. ვუთხარი, ჯობს სასწრაფოდ ცესკოს ხელმძღვანელობა ჩავაყენოთ საქმის კურსში-მეთქი. გვიანი იყო, მაგრამ მაინც დავრეკეთ და შევთანხმდით, რომ დილით შევხვდებოდით და ამ საკითხზე დავილაპარაკებდით. დილას რაც მოხდა, ყველამ იცით…


– მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?

– ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი იყო. საჩივრების განხილვის დროს ყოველდღიურად პიკეტირება იყო ჩვენს საოლქო კომისიასთან და ამ შეძახილებმაც ძალიან იმოქმედა მასზე. როდესაც გეძახიან მონას, გამყალბებელს, დარბაზში შემოჭრასა და სხდომის ჩაშლას ცდილობენ, ძნელია, არ ინერვიულო. ეტყობა, ემოცია ემოციას დაემატა, ინერვიულა და გულმა ვერ გაუძლო.
40 წუთი ვისაუბრეთ. ღამის 2 საათი იყო დაწყებული, ერთმანეთს რომ დავშორდით.­ თედო წავიდა საბურთალოზე, თავის სახლში, მეც სახლში წავედი.
მეორე დილით 11-ს აკლდა 25 წუთი, რომ დავურეკე, რადგან კომისიაში საჩივრების გამო, მისი, როგორც ხელმძღვანელის კონსულტაცია მჭირდებოდა. მისმა მეუღლემ, მაკამ მიპასუხა. მითხრა, მთელი ღამე ინერვიულა, არ სძინებია და გამთენიისას ჩაეძინაო. მაშინ ნუ გააღვიძებ და რომ გაიღვიძებს, შემოგვეხმიანოს-მეთქი. 40 წუთში ჩვენმა იურისტმა­ დაურეკა და ეს უმძიმესი ამბავი შევიტყვეთ…
სახლში იყვნენ მეუღლე, შვილები, დედა და დეიდა. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… საოცრად თბილი ადამიანი იყო. 25 წელია, მეგობრები ვართ. ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ჩემი მეგობარი იყო. რაც შეეხება პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას, უბრწყინვალესი სპეციალისტი გახლდათ. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. იყო ერთგული, ენერგიით სავსე, უამრავი გეგმა ჰქონდა.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ ცესკო ახდენდა მასზე ზეწოლას, რადგან გობეჯიშვილს ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი…– შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ შეგვი­დგენია და ხელს ვერც მოაწერდა, რადგან სასამართლო პროცესები გვაქვს. სააპელაციო სასამართლოებში ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ამის შემდეგ იწყება შემაჯამებელი ოქმების შედგენა.
– ამბობენ, რომ დაკავებულები გობეჯიშვილის მეგობრები არიან, მათ კი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებას აბრალებენ…– გიდასტურებთ, რომ ისინი მეგობრები­ იყვნენ. აკაკი ხუსკივაძე თედოს ბავშვის ნათლიაა, კობალაძეც მისი მეგობარია.
ვერ ვიტყვი, რომ სასიკვდილოდ­ გაიმეტეს. ალბათ, ვერც წარმოიდ­გენდნენ,­ ასე თუ მოხდებოდა და ვფიქრობ, განიცდიან, მაგრამ საშინელებაა, რომ ასეთი მეთოდებით ცდილობენ მიზნის მიღწევას.

“დროს იმიტომ აჭიანურებდნენ,­ რომ მოწმე სჭირდებოდათ და გამოჩნდა კიდეც ზაალიშვილი”


აკაკი კობალაძის ადვოკატი დავით­ ჩომახიძე კატეგორიულად არ ეთანხმება­ ბრალს: 
– გიორგი ხელაშვილმა გობეჯი­შვილის გარდაცვალებიდან ერთ საათში,­ ყოველგვარი გამოძიების გარეშე­ განაცხადა, რომ მას ემუქრებოდნენ “ნაცმოძრაობის­” წარმომადგენლები და ამიტომ გარდაიცვალა.­ ხელაშვილი საპარლამენტო სიაშია. ამის შემდეგ პოლიციას უნდა მოეძებნა პირი, რომელსაც გარდაცვლილთან ჰქონდა კავშირი და თანაც ეს უნდა ყოფილიყო ოპოზიციურად­ განწყობილი ადამიანი. იპოვეს კიდეც – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. იმ საღამოს გობეჯიშვილს გაუვლია კობალაძესთან სახლში, შამპანუ­რიც კი დაულევიათ… თავიდან მოწმის სტატუსით­ მივედით პოლიციაში. გვითხრეს, იმ ადამიანების გამოკითხვა მიმდინარეობს,­ ვისთანაც­ ბოლოს ჰქონდა ურთიერთობაო. გამოჰკითხეს კობალაძის მეუღლეც. დაადასტურა, რომ შამპანური დალიეს, მერე თედო სახლში წავიდა, მისულმა კი დაურეკა კობალაძეს, მშვიდობით მივედიო.
რომ მივედით, გვითხრეს, მალე გაგიშვებთო, მაგრამ ცოტა ხანში დნმ-ის ანალიზი­ მოითხოვეს, თითის ანაბეჭდიც აიღეს, თან სახლში ჩხრეკა ჩატარდა. იქვე სხვა გამო­მძიებელი ჰკითხავდა ხუსკივაძეს. დაათვალიერეს მისი მანქანა, გაჩხრიკეს მისი სახ­ლიც. ამ ყველაფრის მიუხედავად,­ გვეგონა,­ რომ მალე გაგვიშვებდნენ. საღამოს 8 საათამდე­ ბრალის წარდგენაზე ლაპარაკი არ ყოფილა. აშკარა იყო, დროს აჭიანურებდნენ. წინადღეს ხუსკივაძე და კობალაძე­ იყვნენ “მთავარ არხზე” და დარღვევები გააანა­ლიზეს. ეტყობა, უნდოდათ, ისინი სამაგალითოდ დასჯილიყვნენ. დროს იმიტომ აჭიანურებდნენ,­ რომ მოწმე სჭირდებოდათ და გამოჩნდა კიდეც ზაალიშვილი,­ რომელიც ოლქის თანამშრ­ომელი იყო. სწორედ მან მისცა ჩვენება… ბრალი აბსურდულია.­ ალბათ, არც იცოდნენ, რომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მომხდარს ორივე ძალიან განიცდის. ხუსკივაძე ცუდად გახდა და “სასწრაფოს” გამოძახება დაგვჭირდა…

“ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადმოუციათ”


აკაკი ხუსკივაძის ადვოკატი თამარ ქუთათელაძეც აცხადებს, რომ ბრალი აბსურდულია: – 
განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევიან პოლიციის თანამშრ­ომლები. ადამიანი ცუდად გახდა, ისინი კი “სასწრაფოს” გამოძახებას არ აპირებდნენ.­.. ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადმოუციათ არც მისთვის და არც ჩემთვის.­ არც ბრალის დადგენილება გადმოგვცეს. ბრალდებულის უფლებებიც მე წავუკითხე – თურმე პოლიციას ამის სურვილი და ვალდებულება არ ჰქონდა.

“უსირცხვილოდ მანიპულირებენ ადამიანის გარდაცვალებით”


საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი ადვოკატი­ ბექა ბასილაია. მან დროებით დაკავების­ იზოლატორში ორივე დაკავებული მოინახულა: 
– შეძრულები არიან იმით, რაც მოხდა. ეს საქმე პროპაგანდისტულია და ხელისუფლება უსირცხვილოდ მანიპულირებს ადამიანის გარდაცვალებით. გადმოგვეცემა საქმის მასალები და ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნებათ. ხუსკივაძე გარდაცვლილის ბავშვის ნათლიაა და ამ ადამიანებისთვის ასეთი უსირცხვილო ბრალდების წარდგენა, წარმოუდგენელია.

თეგები: 2020 არჩევნებითედო გობეჯიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved