ცნობილი ხდება ინფორმაცია კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.
როგორც კლინიკის წარმომადგენელმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.
“მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.
” რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.
კომენტარები