• რეკლამა
  • კონტაქტი
22:24, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მედიქლაბის” ექიმმა გადაგვრია, PCR ტესტი უარყოფითია, მაგრამ მაინც COVID-19 აქვს თქვენ შვილსო”

ალია ავტორი - ალია
01:33 05-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვინც არის კოვიდ-19 დაკავშირებული პროტოკოლის მცოდნე, მაინტერესებს ესეთი რამ:
გუშინ წინ ჩემი შვილი მივიყვანეთ კლინიკა mediclub-ში, ალერგიის შეტევის გამო. რადგან ბავშს წინა კვირას ჰქონდა სიცხე, მას კლინიკაში მოთავსებამდე გაუკეთეს სწრაფი ტესტი კოვიდ-19-ზე. სწრაფი ტესტის პასუხი იყო, რომ ბავშვს აქვს კოვიდ 19. ამის შემდგომ, ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვი მოათავსეს ბოქსირებულ პალატაში. მეორე დღეს, გადამოწმების მიზნით, ბავშვს გაუკეთდა PCR ტესტი. PCR ტესტის პასუხი უნდა ყოფილიყო გუშინ საღამოს. აღმოჩნა, რომ მეორე დღემდე PCR ტესტის პასუხი არ იქნებოდა. კლინიკა მედიქლაბის პერსონალმა ჩემს მეუღლეს გამოუცხადა, რომ მისიკ გაჩერება მეორე დღემდე ბოქსირებულ პალატაში არ შეიძლებოდა და შესთავაზეს არჩევანი, ან უნდა გადასულიყო
ცხელების ცენტრში ან წასულიყო სახლში. ჩემმა მეუღლემ არჩია სახლში წამოსვლა ბავშვთან ერთად. შესაბამისად, როდესაც კლინიკამ ჩემი მეუღლე და ბავშვი გამოუშვა კლინიკიდან, ბავშვის დიაგნოზი, რომელიც სწრაფმა ტესტმა აჩვენა იყო, რომ მას ჰქონდა კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გარეთ 1.5 საათის ლოდინის შემდგომ (თან კლინიკაში მას არ უშვებდნენ) ჩემს მეუღლეს მოაწერინეს ხელი, რომ მას არ უნდოდა წასვლა ცხელების ცენტრში (ჩემმა მეუღლემ განუმარტა, რომ ის არ ამბობდა უარს მკურნალობის გაგრძელებაზე, მაგრამ მას უთხრეს, რომ მას კლინიკაში არ დატოვებდნენ და უნდა აერჩია სახლში წასვლა, ან ცხელების ცენტრში გადაყვანა) და ბავშვთან ერთად ის გამოუშვეს სახლში. ანუ, კოვიდ-19 დიაგნოზით (რომელიც ჯერ არ იყო უარყოფილი PCR ტესტით) კლინიკა mediclub-მა ჩემი ბავშვი და ჩემი მეუღლე გამოუშვა სახლში. მაინტერესებს, რამდენად მოიქცა სწორად კოვიდ-19 დადგენილი პროტოკოლის მიხედვით კლინიკა?
ასევე, ღამით, გვაცნობეს, რომ საბედნიეროდ, ლაბორატორიული შემოწმებით PCR ტესტმა, ბავშვზე კოვიდ-19 არ დაადასტურა. ასევე, ცალკე კიდევ გადაგვრია კლინიკა მედიქლაბის პედიატრმა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ კოვიდ-19ზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ბავშვს აქვს კოვიდ-19, რადგან სწრაფმა ტესტმა ეს აჩვენა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved