• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიკამენტს, რომელზეც ბრიტანეთი საუბრობს, ჩვენ პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
00:13 01-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ  „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების ეფექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცერცვაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

„პაციენტებში ა.წ. 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში  ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ  ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად ვნერგავთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს –ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვა, რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში – კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს – ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება, სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა”

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved