• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები” – იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 07-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:

,,ბოლო დღეებში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შესაძლო კონფიგურაციასთან დაკავშირებით დისკუსიისას, არაერთხელ იქნა მოშველიებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემები. კვლევა მოიხსენიება როგორც “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული”. ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები.

კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA)
მიერ მომზადდა. კვლევა მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, ანალიზს, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას.

ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით მნიშვნელოვნად დავეხმარებით საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს საკუთარი ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში და თავიდან მაქსიმალურად ავიცილებთ პროდასავლური ამომრჩევლის ხმის დაკარგვას. ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ კვლევის შედეგები გამოყენებული უნდა იქნას დაინტერესებული მხარეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას არგუმენტად.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას:
– კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
– სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
– შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი.
– მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ.
– შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

კვლევის ძირითადი მიგნებები მოკლედ:

ა) საქართველოში არსებული ხელისუფლების ცვლილებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა;

ბ) საქართველოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯამი არსებითად აღემატება “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას;

გ) პროდასავლური ოპოზიციური ამომრჩევლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებას, რათა არ დაიკარგოს პროდასავლური ხმები;

დ) პროდასავლური ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კომბინაციით გაერთიანების გარეშე იკარგება პროდასავლური ამომრჩევლის ხმების ის რაოდენობა, რომელიც “ქართულ ოცნებას” საშუალებას მისცემს გაიმარჯვოს არჩევნებში. შესაბამისად, იმ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” დაეხმარება;

ე) პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებების (გამსხვილებების) შესაძლო სცენარები ამომრჩეველთა მხარდაჭერის კუთხით არსებით განსხვავებებს არ აჩვენებს. შესაბამისად, პროდასავლურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვონ მათთვის ოპტიმალური გადაჯგუფება.

ჩვენ, ჩვენი საქმიანობით, კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას.”

თეგები: იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved