• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი“ – რისი არ სჯერა ბექა ოდიშარიას

ალია ავტორი - ალია
16:24 04-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ:

„✅ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური და სამოქალაქო ფსიქიატრიული დაწესებულებების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების მონიტორინგის შედეგებს.

✅ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები; ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება.

✅ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

✅ აუცილებელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოქმედი პრაქტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რათა დადგინდეს ერთიანი, განჭვრეტადი და მკაფიო საფუძვლები იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.“

ამ დასკვნას ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია:

„ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, ჩემთვის მიუღებელი იქნება, რომ დღეს საქართველოში რაიმე ტიპის შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართულებით. მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი. წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში არის გაუსაძლისი (პირობები). ასეთი შეფასება არავისგან მოგვისმენია. მინდა, მჯეროდეს, რომ ახლა თქვენ (ჟურნალისტს) სხვა დოკუმენტი გიჭირავთ ხელში და ალბათ ეს არის სოზარ სუბარის დროინდელი დასკვნა, რომელიც ასევე შეეხებოდა პენიტენციურ სისტემას 2004-12 წლებში”

თეგები: ბექა ოდიშარიალევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved