საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და მასშტაბური აქციების გამო, მმართველ პარტიას და ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებს.
“რაც დღეს დავინახე, ეს იყო კულმინაცია. მე ვხედავ რა იქნება ორ კვირაში ამ ქვეყანაში. მე ვხედავ სიკვდილს, ვხედავ ჟანგბადის ნაკლებობას, გადატვირთულ საავადმყოფოებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. უჟანგბადობით ხალხი გარდაიცვლება. რეგიონში კატასტროფული ვითარებაა”, – ამბობს ფხაკაძე ფეისბუქლაივში.
კომენტარები