“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და შედეგების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე ოპოზიციამ უარი უნდა თქვას. ამის შესახებ მან “ლეიობორისტული პარტიის” ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრები მსჯელობდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
“მე ვიზამ იმას, რასაც იზამს ყველა ოპოზიციური პარტია და ჩემს გეგმას შევთავაზებ. ჩემი აზრით, ჩვენ ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ”, — განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები