• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს“ – ვახო სანაია ბერაზე

ალია ავტორი - ალია
16:22 03-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინა ივანიშვილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ცხადია, სოციუმი ვიწრო იყო. ამ სოციუმში იზრდებოდა ბერაც. ყველა მისი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა. ოჯახის წევრები, უსაფრთხოების სამსახური, წრე რომელთანაც შეხება ჰქონდა, თავიდან ბოლომდე გადამოწმებული. არანაირი თავისუფალი ურთიერთობები, არანაირი დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება. აკი თავადაც ამბობდა ბერა ინტერვიუში, მამაჩემს ყველა ისე ესაუბრება, როგორც ძველ დროში დიდებულ მეფეებსო. ამას უყურებდა მთელი ცხოვრება. რა იყო კომპრომისი ან სირთულეები, ბავშვმა, როგორც ცანს, არ იცოდა. ამის შემდეგ ბიძინა გამოვიდა კომფორტის ზონიდან და აღმოჩნდა პოლიტიკაში. გახდა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ბერას სოციუმი გაფართოვდა. ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში. და რასაც ვერ აიტანდა იმ ჩაკეტილ წრეში – წინააღმდეგობას, პროტესტს, დაუმორჩილებლობას, ვერ აიტანა ვერც ახალ რეალობაში – ანუ სასახლის გალავანს მიღმა. ამიტომ ამბობს ნახევარ საქართველოს ეს ზუმერი უნდა ეყენოსო. ამიტომ ამბობს, როგორ გატისკავენ იმ ბავშვს თავად მეზობლები, როცა გაიგებენ, რომ ივანიშვილი აუგად მოიხსენიაო. მას ჰგონია, რომ თვითონ კი არ გამოვიდა გარეთ, არამედ საქართველო მოექცა სასახლის გალავანს შიგნით. მამული გაფართოვდა, მაგრამ ხასიათი და თამაშის წესები იგივე დარჩა. როცა საჯარო პირი არ იყო და სასახლის ეზოში რამე დასჭირდებოდა, ვის მიმართავდა დასახმარებლად ? ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, გომელაურს. იგივე გაგრძელდა მერეც. მოთმენა, წყენის ატანა – ასეთი რამეები მისთვის უცხოა. მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი. და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. და ერთი მხრივ, ბიძინას უნდა ეზრუნა ოჯახის, მათ შორის ბერას უსაფრთხოებაზე, რამაც მისი საურთიერთო წრე უკიდურესად შეკუმშა, მეორე მხრივ, ეს შედეგი მიიღო. ესაა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება. თუმცა ეს სულაც არ ეხება სამართლებრივ მხარეს. სამართლებრივად ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის შვილისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved