თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქართვეწლოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას გლდანის დაწესებულებაში ყოფნის დროს პატიმრებმა “შუმოკი” მოუწყვეს და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კარს უნგრევდნენ.
„დილის 7 საათზე მომიწყვეს “შუმოკი”, წინა “შუმოკები” იყო დედის გინება და ხმაური. დაიწყო კარებმა ბრახუნი. არსად არ იყო არცერთი სამედიცინო პერსონალი, იყო შთაბეჭდილება, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან და იყო დაორგანიზებული ნაწილი იმ წამებისა, რომელიც იქ ხდება. მე ვარ იმ წამების მსხვერპლი პირადად ივანიშვილის და პუტინის დაკვეთილი წამების”, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები