“მე უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ შვება მომგვარა მისმა წერილმა“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
“მე უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე. შვება მომგვარა მისმა წერილმა. მიუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა, ის ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”,- წერს ანა ფოტიგა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები