• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ცოცხალი ვარ იმიტომ, რომ ჩემ შვილს პირობა მივეცი…“ – მოკლული მასწავლებლის დედა

ალია ავტორი - ალია
09:35 11-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

მე ასე იოლად დასამარცხებელი და გასაჩუმებელი არ ვარ, პროკურატურას ადრესატი შეეშალა, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა, რომ შვილის წინაშე დადებული პირობა შეასრულოს და ყველას პასუხი აგებინოს.

“მე ცოცხალი იმიტომ ვარ, რომ ჩემ შვილს პირობა მივეცი, პასუხს ვაგებინებდი ყველას და მე ასე იოლად დასამარცხებელი და გასაჩუმებელი არ ვარ, პროკურატურას ადრესატი შეეშალა. მე ასე იოლად არ გავჩერდები, სჯობს გონს მოეგონ. რაღა გონს მოეგონ აწი, მუხლის შეცვლა აღარ შეიძლება. ეს არის განზრახ მკვლელობა, მაგრამ გავყევით იმ ნაწილში, ვერ ვაგროვებთ სამხილებსო, ჯგუფურად სხეულის მძიმე დაზიანება, მაგრამ 2 ბავშვი იყო სულ, ერთი გაეთიშა, შეუტყობინებლობისთვის გამოვიდა და ფაქტობრივად, ჯგუფური აღარაა. შეუტყობინებლობისთვის, სულ რომ სამუდამო მიეცათ, მე მაინც ვიტყოდი, რომ არ ისჯება იმისთვის, რაც გიგას დაუშავა”, – თქვა კუპატაძემ.

შვილმკვდარი დედა პროკურატურას მიმართავს:

“თქვენ ვერ დადეთ მკვლელობის სრული სურათი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და გამცეს პროკურატურამ პასუხი. მე სასამართლოში მივალ მაშინ, როცა დამიბარებენ, მე სხვა სასამართლოებში არ ვაპირებ მონაწილოებას, რადგან ამ მასკარადს არ ვაღიარებ”.

ეკა კუპატაძის თქმით, თუ საჭირო იქნება საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.

“მე ამ სახელმწიფოს 30 წელი ღირსეულად ვემსახურე. მე ვაკვირდები, მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებული უკვე ვარ, მაინც დავაკვირდები როგორ დაიცავს გიგა ავალიანის საქმეს პროკურატურა ამ არასრულწლოვანთა ბანდისგან და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ საჭირო იქნება მე ჩემს სახელმწიფოს შეხვდები სტრასბურგში”, – თქვა მან.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ხოლო დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხში ყველაფერი არაა აღწერილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved