• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე წინასწარმეტყველი არ ვარ” – ანრი ოხანაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:04 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც, ასე პასუხობს:

 

“მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში არ წაადგება, როცა სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. აქედან გამომდინარე გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ამ კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ბევრი სხვადასხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ხალხისთვის. უსამართლობა არის მძიმე რამ, როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ბრალი წარუდგინო, ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, არსებობს ბევრი სხვადასხვა ფორმატი კომუნიკაციის. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს, ჩვენ ყველას, პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს სიმართლე, რა მტკიცებულებებია, თუ არის მტკიცებულებები, თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია, რა ფორმით, როგორ ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ.

ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ყველას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. როცა საუბარია სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე, ეს უპრეცედენტო არის. 2012 წლამდე, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, საკითხების გაშლა, ჩვენ მზად ვარ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ. პირველ რიგში საჭიროა პარტნიორთან კომუნიკაცია, ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას.”

თეგები: ანრი ოხანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved