• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე თუ ბიბლიოთეკარი ვარ, ეს მისი “ბრალიცაა” – დარცხვენილს ცრემლი მომდიოდა”

ალია ავტორი - ალია
00:41 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: “ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!” მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება.

ჰოდა, რადგან სასწრაფო გამოდგა, პირველივე ტაქსი გავაჩერე და წავედი. მანქანა მოკრძალებული იყო, მძღოლი ნაკლებად – დიდად მოსაუბრე კაცი გამოდგა, რა გასაკვირია და. თუმცა არც გამაღიზიანებელი და არც ზერელე საუბარი ყოფილა ეს ლაპარაკი – წლობით მეზღვაურად ნამუშევარი, დიდი ჭირის მნახველი და დამძლევი, წიგნების მცოდნე და მკითხველი გამოდგა ბატონი გოგი – ჰემინგუეიო, თომას მანიო, ვაჟა-ფშაველაო და სხვანი. გემის თავგადასავლები – ცალკე რომანები. მხოლოდ ნაწილი. დაგელოდები და დანარჩენს მერე მოგიყვებიო. მე ვუთხარი; აბა როგორ, ბენდუქიძესთან შეხვედრა საათებს ნიშნავს. არაო, აქვე ვიტრიალებ და აუცილებლად დამირეკეო.
კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ პარლამენტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი. ამ სიმაღლისთვის პირტიტველა. კი, რაღაც გამეკეთებინა მანამდეც ამ სფეროში, მაგრამ მაინც. ჰოდა, ვიფიქრებ მეთქი და კარგიო. გამოვედი და დავურეკე ბატონ გოგის. ვიფიქრე, მეტყვის, ვიღაცამ გამომიძახა და წავედი, ან რამე ამდაგვარი. ჰოდა, დავუყვები დაღმართს ფეხით.

ბატონი გოგი იქვე იდგა. ჩავჯექი და მოვუყევი. რა ვქნა მეთქი? დათანხმდიო! რატომ მეთქი? ჩემი ხათრით დათანხმდიო!
სახლში რომ მიმიყვანა, მითხრა, აწი ლექციების წასაკითხად რომ წახვალ, მე წაგიყვანო. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი. გზაზე ძველ ოპელში კი არა – აღმართზე გაზიდან ბენზინზე გადართვა რომ ჭირდებოდა – უზარმაზარ გემში ვიჯექით და აფრიკის სანაპიროს ვუახლოვდებოდით, კუბისკენ მივიწევდით და იაპონელებს ხელს ვუქნევდით. დიდი, დიდი თხრობები. დაუვიწყარი. ამასობაში დირექტორობას დავთანხმდი და დაველოდე.

გაირკვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დილით, როცა პირველი მისვლა-შეხვედრა დაიგეგმა ახალ, საოცარ და უზარმაზარ სამსახურში, ბატონ გოგის დავურეკე და წამიყვანა. ვღელავდი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. არც მას. ისიც ღელავდა. ცოტა შორს ჩამომსვით მეთქი. კინო რუსთაველთან გააჩერა და ფეხით გავეშურე.

იმის მერე გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა წელი. ბატონი გოგი არ მენახა. პირველი ორი თვე ჩემი ბრალი იყო – გიგანტური საქმის პროლოგმა თავისი წაიღო და მერე ტელეფონმა აურია – ნომრები გაქრა. რა აღარ ვეცადე და ამაოდ. დავნებდი. ორიოდ თვის წინ ქუჩაში გამოვედი რაღაც გაუგებარი კონფერენციიდან მობეზრებული და სიგნალი მესმის. მივიხედე და რას ვხედავ, ბატონი გოგი. ვახ, გავცოცხლდი! იქვე მივდიოდი, მაგრამ ჩავჯექი და სხვა მისამართი ვუთხარი. როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო.

ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა. ახლა, სანამ ამ ამბავს დავწერდი, დავურეკე და ვუთხარი, თქვენზე უნდა დავწერო მეთქი. facebook-ი არ აქვს ბატონ გოგის, მაგრამ მეუღლე წაუკითხავს. ჰოდა, მივესალმოთ დიდ მეზღვაურსა და მწიგნობარს, ბატონ გოგის! მე თუ ბიბლიოთეკარი ვარ, ეს მისი “ბრალიცაა”. უკვე გუშინ კი ბიბლიოთეკარების დღე იყო. ეს ამბავიც ამ დღეს დავამთხვიე, რადგან ხვალ და ზეგ და მაზეგ, მერწმუნეთ, ბატონი გოგის ხათრით, ჩვენ საქართველოს საბიბლიოთეკო ქვეყნად ვაქცევთ.

გილოცავთ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved