ჟურნალისტის შეკითხვას, იძლევა თუ არა საპატრიარქო იმის გარანტიას, რომ წირვა-ლოცვებზე მრევლის დასწრების შემთხვევაში არ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, დეკანოზმა ანდღია ჯაღმაიძემ ასე უპასუხა:
„თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ? ნახეთ, მელაპარაკებით უნიღბოდ. მე გეკითხებით, თქვენ თუ გაქვთ გარანტია, რომ მე დაცული ვარ, როდესაც ასე ახლო დისტანციიდან მესაუბრებით? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ყველანი ადრე თუ გვიან მოვიხდით. მთავარი არის, რომ ჩვენ დისტანციის დაცვით გავუფრთხილდეთ იმას, რომ ერთბაშად არ მოხდეს აფეთქება. ჩვენ დისტანციას ვიცავთ, თქვენ არა“,-მიმართა დეკანოზმა ჟურნალისტს.
“მე თქვენ სანამ დამავირუსებთ, სჯობს წავიდე, კარგად ბრძანდებოდეთ” -ასე დაემშვიდობა ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებს.
კომენტარები