• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე – თემურ ჭყონია, როგორც მოქალაქე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი კანონების მიღებას საქართველოში“

ალია ავტორი - ალია
17:06 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,023

„ვფიქრობ, ეს რუსული სულისკვეთებით განმსჭვალული კანონია“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს მოქალაქე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ ამ კანონის მიღება მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეიძლება, მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით საზოგადოების დიდი ნაწილი პროექტის დაკანონების წინააღმდეგია.

„სახელმწიფოში ისეთი პოლარიზაციაა, რომ ერთმა მოქალაქემ ამ კანონს მხოლოდ მეორის ჯიბრზე შეიძლება მხარი დაუჭიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისაღები და მეორე – რა აუცილებელია, რომ ამ კანონს ასეთი ჯიბრიანი, სწრაფი განხილვები, დაძაბული სიტუაცია მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია, შეიძლება რაღაც პუნქტები არ ემთხვეოდეს, მაგრამ რუსული სულისკვეთება ბოლშევიზმთან არის დაკავშირებული და ამიტომაც არის ამხელა წინააღმდეგობა. როდესაც საუბრობენ, რომ ეს ამერიკული კანონია, ამერიკაში სენატორები ამბობენ, რომ ეს არ არის ამერიკული. ამერიკელი კანონმდებელი იძახიან, რომ ეს არ არის ამერიკული და ჩვენი კანონმდებლები იძახიან, რომ ამერიკულია“, – ამბობს ჭყონია.

თემურ ჭყონია თვლის, რომ კანონპროექტი უნდა იყოს შესწავლილი და კარგად განხილული. მისი შეფასებით, ეს კანონი ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ გააძლიერებს.

„სანამ აზრთა სხვადასხვაობა არ დალაგდება იმ დონეზე, რომ კომფორტულად იგრძნოს საქართველოს მოქალაქემ თავი, მინდა დავაფიქსირო, ჩემი პოზიცია როგორც მოქალაქემ. ყველა მოქალაქეს, ვისაც საღი აზრი აქვს და გადალახავს მლიქვნელობას, იქნება სწორი შემფასებელი, ის სწორად შეაფასებს, რომ კანონი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს იმ მდგომარეობაში არ უნდა ტარდებოდეს, რომელიც დღეს მსოფლიოშია – როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთთან ასე დაპირისპირებულია, ბორდერიზაცია გვაქვს… რუსეთი ჩვენ გვიკეთებს ყველაფერს, რაც მას უნდა და ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებით, ეს სწორი პოზიცია არ არის. ეს კანონი უნდა შეჩერდეს, დაიწყოს სერიოზული შესწავლა, განხილვა, აზრის ჩამოყალიბება. ეს ის კანონი არ არის, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად გააძლიერებს, მით უმეტეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ნაწილი გაცილებით კარგად ერკვევიან ამ კანონში, ვიდრე მათი ინიციატორები საქართველოში, ჩვენი კანონმდებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე და ამ კანონს იღებენ ვიღაცის საწინააღმდეგოდ“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის ამ კანონის მიღებას პირველ რიგში როგორც ქვეყნის მოქალაქე ისე არ ემხრობა. თემურ ჭყონიას შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზარალებს.

„ხალხი, რომელმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, გვეუბნება, რომ ამ კანონით ევროკავშირში არ ვღებულობთ და ჩვენ რას ვპასუხობთ – „არ მღებულობ, ნუ მღებულობ“ – რა უფლებით აქვს თუნდაც 120 ადამიანს პარლამენტში, თუნდაც ოპოზიციას და პოზიციას ერთად შეკრებილთ 3 მილიონი ადამიანის ბედი გადაწყვიტონ? რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს, ვინ მისცათ ამის უფლება? რადგან ხალხმა აირჩია, იმას კი არ ნიშნავს, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ. ისინი იმ გადასახედიდან ხედავენ, რა განათლებაც აქვთ.

მე – თემურ ჭყონია, როგორც მოქალაქე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი კანონების მიღებას საქართველოში, რომელიც გზას უკეტავს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციასა და მსოფლიო ინტეგრაციაში. როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს კანონი არ მომწონს, ჯიბრი საინტერესო არ არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან თავისი აზრის დათმობა არ უნდათ“, – უთხრა BM.GE-ს ჭყონიამ.

თეგები: თემურ ჭყონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved