ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ფემიციდზე წერა ყოველთვის მიჭირს,. რადგან გამოსავალი არ ვიცი რა არის.
ვიღაცები წერენ, კანონი უნდა გამკაცრდესო, მაგრამ კაცს, რომელიც რაღაც მიზეზით (ჩვენთვის შეიძლება გიჟურით,. მაგრამ მისთვის საკმარისი) , ისეთ მდგომარეობაშია, რომ მზად არის ადამიანი მოკლას, საკუთარ შვილებს დედა მოუკლას, თან მოკლას დაუფარავად, ყველას დასანახად (ანუ დაჭერა არ ადარდებს), ზოგჯერ მოკლას და მერე თავიც მოიკლას,. ასეთ კაცს პატიმრობის ვადის გაზრდით შეაშინებ და ამით შეაკავებ?
ეს ხომ სიგიჟეა. ეს თემა გაცილებით რთულია და ძნელად მოსაგვარებელი, ვიდრე გვგონია. ის კი არა,. მე საერთოდ მოუგვარებელი მგონია და უიმედობა მიპყრობს“
კომენტარები