ვივამედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ საზმაუს გადაცემაში – ,,დისკუსია აქტუალურ თემაზე” განაცხადა:
,,ჩაფურთხება ჩემი მოგონილი იყო? აზრად მოგივა ადამიანს, ვიღაცას მოუწოდო, საჭმელში ჩაუფურთხო? შეხედეთ, რამხელა დესტრუქციაზე წახვედით სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაში და სარესტორნო ბიზნესის ქვეყანაში… ხო, აიტანე ეხლა ეს, რა ვქნა? მე ტრაფარეტულად ვაზროვნებ და ვმსჯელობ, თქვენ ხომ ხართ ძალიან რთული პიროვნება და რთულად ისაუბრეთ და კულტურულად, მე ვცდილობ, რომ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო…
იმის მერე მე საერთოდ აღარსად აღარ დავდივარ, რომ ვჭამო. იმიტომ, რომ მე არ ვიცი, ვის რა მოუბრუნდება და რო ჩამიფურთხოს? სხვათა შორის, ძალიან ბევრი აღარ დადის. ასეთი აზრი ხომ უნდა გაგიჩნდეს, ანუ მოსახლეობა არის ისეთი, რომ უნდა ჩამიფურთხოს”














კომენტარები