• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ვეტოს დადების ვადას ბოლომდე გამოვიყენებდი – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
15:46 05-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ვეტო ვენეციის კომისიის დასკვნამდე – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. ვეტოდადებული დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა რა წერია მოტივირებულ შენიშვნებში, ჯერჯერობით, უცნობია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან დოკუმენტი ცვლილებებს არ ექვემდებარება.

გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში “გამჭვირვალობის კანონის” მიღებიდან 4 დღეში მიიღო, რაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, სახელისუფლებო გუნდისთვის კი მორიგი დასტურია, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური შენიშვნები და არგუმენტები არ არსებობს.

“გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტის ადგილზე, ის ვეტოს დადების ვადას ბოლომდე გამოიყენებდა.

“რაღაცები უბრალოდ არ მესმის. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ვეტოს დადების ვადას ბოლომდე გამოვიყენებდი. ამით, მინიმუმ კიდევ ორი კვირით გადაიდებოდა ამ თემის განხილვა საქართველოს პარლამენტში და საზოგადოებას მეტი ინფორმაციის საშუალება ექნებოდა. ასევე, რაც შეეხება დასაბუთებას, დასაბუთება და არგუმენტაცია იქნებოდა ისეთი, რომ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამ კანონის უვარგისობასთან დაკავშირებით. საერთოდ არ არის საჭირო დაწერო ისეთი შენიშვნები, რომელსაც გაითვალისწინებენ ან შენ შეგეტენება ამ კანონის “გაპრავება”, ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved