საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
ერთი ქალბატონი გვსაყვედურობს, მიშა რომ არ გინდათ იმიტომ ვართ ამ დღეშიო. მაგრამ, მიშა არ უნდათ ნაცებს დიდ ნაწილს, რომლებიც გადაბარგდნენ ოცნებაში, ნაცების მეორე ნაწილსაც არ უნდათ მიშა და რამდენიმე პარტია შექმნეს ცალკე. და ჰოი საოცრება, მიშა არ უნდათ თვით მიშას პარტიის წევრ ნაცებსაც. ამიტომ მაქვს შეკითხვა-გაოცება, მე რომ მიშა არ მომწონს, მე, ვისაც ამის არანაირი მორალური და ფაქტობრივი ვალდებულება არ მაქვს, მაგიტომ დამყარდა დიქტატურა? იქნებ ჯერ დაფიქრდეთ რას ბჟუტურებთ და მერე გადმოგვაფრქვიოთ სიბრძნეები.რაკი მთავარი პრობლემა დიქტატურაა, ივანიშვილის დიქტატურა, აღარ ჩავუღრმავდები ვინ ებრძოდა “ერთობის” ერთიანობას და ვინ ხლართავდა ინტრიგებს.














კომენტარები