• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია – ხატია დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
17:40 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ, – შესაბამისი განცხადება დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ფემიციდთან საბრძოლველად ცალკეული უწყებების მუშაობა წყალში იყრება, როდესაც საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.

“მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არაა საკმარისი. მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა. მოვუწოდებთ მამაკაც პოლიტიკოსებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლიც იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე – 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა – გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ცივილიზებული, სამართლიანი და სათანადო განმარტება იყოს ამ დანაშაულის კანონში შემოტანილი. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი და სანამ ფემიციდის პრობლემაზე მხოლოდ ქალები ისაუბრებენ, მანამდე ის მხოლოდ სტატისტიკურ მოვლენად დარჩება.

“მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია… სანამ ჩვენ, მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთ შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

„მთავარი არხი“

თეგები: ხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved