• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე პირადად, ჩემ მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ…” – რომელ ვაქცინაზე საუბრობს მამუკა მაჩაიძე?

ალია ავტორი - ალია
22:27 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“ვაქციანაციაზე ანუ უვაქცინობაზე, თუ დაგაინტერესებთ:

როგორც იცით, COVAX პლატფორმას აქვს უმეტესად მედიატორის როლი, ანუ ის თვითონ არ აწარმოებს ვაქცინებს და მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინის მიმწოდებლებზე. ფfაიზერსაც და მოდერნასაც მიწოდების პრობლემები აქვს ყველგან (მათ შორის ამერიკის ბევრ შტატში), რასაც ბევრი მიზეზი აქვს; ბალკანური ქვეყნებიც ელოდნენ რნმ ვაქცინებს და როდესაც ვერ მიიღეს დათქმულ დროს, დაემუქრნენ კოვაქს პლატფორმას ჩივილით; არ ვიცი რამდენად „დამატებითი რეგულაციების/გადაზღვევის“ მოთხოვნა ამის საპრევენციოდ გამოიგონეს თუ არა, მაგრამ არ მგონია რომ აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს ის მიზეზი, რატომაც ვაქცინა არ მივიღეთ, უფრო გაუგებრობას გავს. იმედია „ჩივილის“ გაჟღერება შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის და გულის მოსაფხანად იყო გაჟღერებული, უბრალოდ არანაირ შედეგს არ გამოიღებს..

ისრაელი, პაულუ და ვატიკანი ყველაზე ადრე დაამთავრებს მოსახლეობის უმრავლესობის აცრას – ბოლო ორზე კომენტარს აზრი არ აქვს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია რომ პაულუმ მოდერნა პირდაპირ შტატებიდან მიიღო და აქტიურად დაიწყო მოსახლეობის აცრა. რაც შეეხება ისრაელს – ნათანიაჰუმ 17 შეხვედრა გამართა ფfაიზერის CEO-სთან, გარდა იმისა რომ ორჯერ მეტი ფასი შესთავაზა (47$ 23-ს ნაცვლად), გამართული ინფრასტრუქტურა და დღეში 150,000 ადამიანის აცრას შეპირდა. პირადად ჩაუდგა ვაქცინაციის კამპანიას სათავეში და შედეგი უკვე სახეზეა.

პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პრეცედენტები არსებობს, მაგრამ აქაც სწორი და გავლენიანი კონტაქტებია საჭირო. მაგალითად, თუ კონტაქტზე გახვალ Novavax-თან ან Astrazeneca-სთან, გადაგამისამართებენ Serum Institute-თან, რომელიც ინდოეთშია და ძალიან რთული ორგანიზაციაა საურთიერთოდ, მოკლედ ყველა მაღანჩინოსანი ჩემი აზრით პირადად უნდა ჩადიოდეს ამ კომპანიებთანაც და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან პროაქტიური კავშირია საჭირო; ყველა წესის გვერდის მოვლა შეიძლება, ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკება, რომელთა ვაქცინებსაც ჯერ EUA არ მიუღიათ, ასეთია Glaxo/Sanofi და Novavax მაგალითად.
რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ – რუსეთმა ძალიან კარგად იცის რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან რომ არცერთი ჭკუათმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს, ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან) რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომბლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა ღმერთმა იცის. მე პირდად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება.

მთავარი რაც ახლა ჩემი აზრით ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი.

ვაქცინაციის თემა ერთერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდერებელიც აღმოჩნდეს, სწორი მართვის პირობებში.”

თეგები: მამუკა მაჩაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved