• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა” – ჯო ბაიდენის მიმართვა ამერიკელებს

ალია ავტორი - ალია
10:07 07-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
President Joe Biden speaks during a roundtable meeting with CEOs of electric utilities in the State Dining Room of the White House, Wednesday, Feb. 9, 2022, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

President Joe Biden speaks during a roundtable meeting with CEOs of electric utilities in the State Dining Room of the White House, Wednesday, Feb. 9, 2022, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

Facebook-ზე გაზიარება
136

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე, მოქმედმა პრეზიდენტმა გუშინ თანამოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და ის მიზეზები აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე.

ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც. ბაიდენმა დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება. ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს რეფორმა, ნატოს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაასახელა

“მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა, ეს არ არის ჩემზე, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს.

“რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს. მე გავაკეთე არჩევანი. მე გაგაცანით ჩემი შეხედულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. ის გამოცდილია. ის ძლიერია. მას შეუძლია. ის იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ლიდერი. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს. ჰარისმა სწრაფად გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა და ამ კვირის დასაწყისში გახდა დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი. ახლა ისტორია თქვენს ხელშია. ძალა თქვენს ხელშია. მოდით, ვიმოქმედოთ ერთად ჩვენი დემოკრატიის შესანარჩუნებლად. აქ მეფეები არ მართავენ. აქ ხალხი მართავს. ჩემს გულსა და სულს ვაძლევ ჩემს ერს. იმედი მაქვს, თქვენ გაქვთ წარმოდგენა, თუ რამდენად მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის,” – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას. რაც შეეხება რესპუბლიკელების კანდიდატს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved