• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მოვკლავ სიამოვნებით, ცოცხალია და სუნთქავს, ჩემი უდანაშაულო შვილი მკვდარია და ორი ობოლი დამიტოვა” – შოთა მაზმიშვილის დედა

ალია ავტორი - ალია
19:17 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

2020 წლის 29 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი, ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან განთავისუფლებას პირველად ეხმაურება. გარდაცვლილი შოთა მაზმიშვილის დედა, მარიამ მაზმიშვილი ფიქრობს, რომ ბრალდებულის განთავისუფლებას შესაძლოა ახალი დანაშაული მოჰყვეს. ოჯახი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

”ოჯახში კაცები გვყავს, ვის აქვს გარანტია, რომ რამე არ მოხდება? აქამდე ადვოკატიც არ გვყავდა, ვფიქრობდი, რომ კანონი თვითონ მიხედავდა. ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. მეც მოვკლავ მაგას, სიამოვნებით. პანდემიას იმიზეზებდნენ და არც ვიცით, რა ხდებოდა მაგ საქმეში. რეალურად, სხვასთან ჩხუბობდა და ჩემი შვილი გაშველებაში მოკლა. თან წავიდა და იარაღი მოიტანა. მერე რა რომ დიალეზზეა, ცოცხალია და სუნთქავს. ჩემი უდანაშაულო შვილი მკვდარია და ორი ობოლი დამიტოვა”- განაცხადა მოკლულის დედამ.

მაზმიშვილების ოჯახი უახლოეს დღეებში ადვოკატის აყვანასა და საქმეში აქტიურად ჩართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული 49 წლის მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა. განთავისუფლების მიზეზი, 2021 წლის თებერვლის ბოლოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის ამოწურვა გახდა.

ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. 12 მსაჯულის შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, სოფელ ჩუმლაყში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ერთი პირი კი, მძიმედ დაჭრა.

მკვლელობის შემდეგ, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი, პოლიციას ჩაბარდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრად მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved