• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე მივხვდი ყველაზე მეტად რა მაბრაზებს ჩვენს წრეში“ – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:29 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

ბლოგერი უჩა აბაშიძე:

„ოკ, მე მივხვდი ყველაზე მეტად რა მაბრაზებს ჩვენს წრეში
და რის წინააღმდეგაც ვაპირებ ნელ-ნელა მომატებას წნევის
“სანქციები გვიშველის”
“ევროკავშირი გამოიტანს რეზოლუციას”
“ევროპარლამენტარები ითხოვენ”
და ა.შ.
ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა – როცა ეს იყო საჭირო “მტკიცებულებად” რო ჩვენი პოზიცია, ემთხვევა ევროპულ ვექტორს
ეგ დრო წავიდა კაი 10 წლის წინ
რუსეთმა კარგად მოტვინა რო მაგ ფრაზეოლოგიის “გაღვივება” ოპოზიციაში, კარგია – იმიტო რო იწვევს ოპოზიციის “მიჩვევას”, რო შენ არაფერი არ უნდა ქნა
რო “დასავლეთი გვიშველის”
“ევროპარლამენტარები გამოვლენ და აგინებენ ბიძინას”
“სანქციები წააქცევს”
და შენ არ გინდა გაბრაზება კაცო, შენ უყურე ახალ სერიალს, შენი მოქმედება არ გახდება საჭირო
და ასე დაგვაიმპოტენტეს, რუსებმაც – და ჩვენც ვეხმარებით
იმიტო რო ყველას გვინდა რო “უჩვენოდ” მოხდეს
არა, ეგრე არ იქნება
არაფერს ეგ არ ცვლის
ეს მთავრობა გავიდა მაგ დასავლური ზეგავლენის სფეროდან
გადაჭრეს ეგ ხიდები
არ მოქმედებს მათზე ეგ, არაფერს მაგის გამო არ იზამენ, არაფერს არ დათმობენ, არსად არ წავლენ
სამკვდრო სასიცოცხლო ომია – მათი მხრიდან
და ჩვენ აქედან რაღაც ფურცლებს ვუფრიალებთ
არაფერი “ეხლა” არ უნდა ქნათ, იმას ვიძახი რო მენტალურად დაიაწყეთ გააზრება რო არანაირი ფურცლები ამ ამბავს არ უშველის
ჩვენ ჩვენი ომი გადასატანი გვაქ
და დაგეგმეთ თქვენი ცხოვრებაც და თქვენი ფინანსებიც და ყველაფერი – ისე რო “ომი გვექნება”, სავარაუდოდ უსისხლო, მაგრამ არანაკლებ შიდა-ზიანის მომტანი, ეკონომიურად მინიმუმ
მარა სხვა გზა არ დარჩა
ჩვენი ბრალია ეგ, ჩვენ მივუშვით აქამდე, ჩვენ დავუშვით ის უდიდესი “დაუშვებელი” ამბავი – რო უზარმაზარ და უკონკურენტო მილიარდერს მივეცით ძალაუფლება
და მაქედან “იაფიანი” გამოძრომა თუ მოხდება, ეგ იქნება უდიდესი გამართლება, მარა მაგაზე დაგეგმვა არ შეიძლება
მაგაზე რო ვიგეგმებით და იმან რო იცის რო “მაგის მეტი იმედი არ დავიტოვეთ” – იმიტო გვაზის თავზე
ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, ხანგრძლივი წვალებისთვის, მძიმე ბრძოლისთვის, უზარმაზარი პრობლემებისთვის
და რო ეცოდინება რო ხალხი მზადაა ამისთვის მის წინააღმდეგ, მერე უფროა შანსი – საოცრება მოხდეს
ასე მგონია მე, პირიქით არ იქნება
დაიკიდეთ სანქციები, რეზოლუციები, განცხადებები
აღარაფერი მოქმედებს ამათზე, რუსეთის რღვევა – ამათი სამყაროს დასასრულია, საბოლოო დასასრული, ცხოვრებების “გაუაზროვებაა”, მთელი რაც აქამდე მითები და ტყუილები იმეორეს – ყველაფრის რღვევა
ისენი ამ ბრძოლაში მოსული არიან ავტომატებით
და ჩვენ აქედან დანებით კი არ ვართ, რაღაც ფურცლებით ვართ და youtube ვიდეოებით ევროპარლამენტში გამოსვლების
ნუ იპრავებთ ამეებს საკუთარ გულებში, არაფერს არ გვიშველის ევროპა/ამერიკა და არავინ ამ ეტაპზე
გადაიარა მაგ დრომ
განეწყვეთ რო იქნება ძალიან რთული, მძიმე და მტკივენული პროცესი – რომელიც მოითხოვს ყველა ჩვენგანისგან თავდადებას, მსხვერპლს და შეუპოვრობას
შეიძლება ეს ყველაფერი იყოს გადატანითი მნიშვნელობით, შეიძლება იყოს პირდაპირით
თქვენ – მოემზადეთ პირდაპირისთვის
მტერმა რო იცის რო “ყველაფერზე წამსვლელი ხარ და მზად ხარ” – მეტი შანსია დათმოს ბევრად იაფად
ხოლო თუ იცის რო “მარტო იაფიან გზებზე ხარ თანახმა” – იცის რო უნდა გაუძლოს მაგ იაფს და მოიგებს
იფიქრეთ ამ მიმართულებით და მორჩით ხავსს მოჭიდებას, მოკლედ“
თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved