,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
,,მე მივხვდი:
ამ ქვეყნის მტრები აღარ არიან პუტინი, ლავროვი დუგინი და მათი ჯალათები.
მტრები არიან: ფსიქოლოგები, მომღერლები, მსახიობები, ჟურნალისტები და მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების უკანონობას და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას.
როგორც იქნა, მივხვდი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში შავი უალტერნატივოდ თეთრია…
ნეხვი – უდავოდ, ყვავილი.
ფრიდონ ინჯიას შვილი იკვლევს ნაცების საქმეებს…
კაცის, რომელმაც კავშირგაბმულობის მინისტრობის პერიოდში პირად საკუთრებაში მობღუჯა მთელი საკომუნიკაციო სექტორი…
სხვა რა ვთქვა, არ ვიცი…
ან სხვაზე რა ვთქვა?
მეტეორს ვითხოვდით, მგონი!
რაღაც უფრო საზიზღარი დაგვეცა…“
კომენტარები