• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მგონი, ქურდობა უნდა, ისეთ “ხოდზეა” – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
15:08 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
480
“ენმ–ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“2013 წელს, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ-ერთი პირველი ნიკა გვარამია დააპატიმრა.
ნიკა და პატიმრობა წარმოუდგენელი შოკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო (ეს სიხარულია ამ ფოტოზე აღბეჭდილი), ირგვლივ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას დატოვებდა ისე, როგორც ამ რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი მოიქცა.
პრინციპში, ამ ქვეყნის ერთადერთ მმართველს თვალში რომ არ გასჩხეროდა, დღეს ერთი ბედნიერი კაცი იქნებოდა. წასასვლელად არც მატერიალური სახსრები სჭირდებოდა და არც უცხოეთში ვინმეს მფარველობა, სულ რომ ისეთივე ცარიელი ხელებით წასულიყო, როგორც ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი, დღეს ყოველმხრივ წელში გამართული, მაღალშემოსავლიანი პროფესიონალი იქნებოდა. სამარჩიელოც არაფერია, შემოთავაზებებიც ანგარიშგასაწევი იყო და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მტერმაც და მოყვარემაც იცით.
მეყვარებოდა იგივე დიდი სიყვარულით, როგორც ახლა, მაგრამ პატივისცემა კიდევ სხვა საგანძურია, რასაც დამსახურება უნდა.
პატივისცემას თავს ვერ აიძულებ, ფაქტების ერთობლიობა აყალიბებს და რწმენად ყალიბდება.
იმ დიდ გზაზე, რაც ერთად განვლევთ, ჩემს გონებაში ადამიანების შეფასებისას, არავინ დარჩენილა იმ სიმაღლეზე, როგორც ეს ნიკამ მოახერხა. ჩვენს თვალწინ იმდენი და იმდენად მოულოდნელად დანარცხებულან, რომ რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძვირფასი ხდება.
დრომ თავისი მოიტანა. ნიკა აღარც ჩემი მეგობარია და აღარც დიდი ხნის ახლობელი. ის გაცილებით მეტია..
რომ მკითხოთ ამდენ მეგობარში ყველაზე მეტად ვინ გიყვარსო, დავიბნევი,მართლა არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი ვის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება – ეს უპირობოდ ნიკაა.
ის რომ ჩემი ყველა ტკივილის და სიხარულის პირველი მოზიარე, საუკეთესო მრჩეველი და მესაიდუმლეა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს. უმთავრესი, რაც ადამიანური ღირებულებათა სისტემის გათვალისწინებით, მას კიდევ სხვა ხარისხამდე სწევს, იდეალისტის ბუნებაა.
მის ყველა თვისებას ზედმიწევნით ისეთს ვიცნობ, როგორიც სინამდვილეშია და ამიტომ არის, რომ არასდროს არავის აზრი მასზე არ მაინტერესებს.
ამ რთულ გზაზე ყველამ თავის წესებით იარა, ბევრმა ცდუნებას გაუძლო, ბევრი გააბოროტა, ბევრი შურისძიებამ შეიპყრო,ბევრი სიხარბემ გატეხა (მოტეხა), ბოლოს და ბოლოს, დაღალა, მაგრამ გადატანილ ტკივილებს ადამიანური სილაღე ისეთი ხელშეუხებელი შეენარჩუნებინოს, როგორც მასშია, ერთადერთია.
სულ დევნაშია, სულ იბრძვის, ხან ოკუპანტები სდევნიდნენ, ხან შინა და გარე მტრები. არასდროს არავისგან ხელშეწყობა არ ჰქონია,უფრო პირიქით…
თავის ტვინის და სინდისის ამარა დადის და ეგაა მისი მთელი უსაფრთხოების ჯავშანი. მეც ამის იმედად ვარ, ეს მაძლებინებს.. ვიცი, რა გარემოებაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ის ნათელი გონება სულ თან დაყვება და საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოვა.
სამ ურყევ ფუნდამენტზე დგას – პატრიოტია, კეთილი და რაც მთავარია, ჩვენში უკვე გაცვეთილი ღირებულების, პატიოსნების ერთგულია.
ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს.
უსამართლობის დასრულების დროა
#თავისუფლებანიკას”
ეკა ხერხეულიძე, ნიკა გვარამიას პროცესზე გამოსვლასაც ეხმაურება და წერს:
“მე მგონი, ქურდობა უნდა, ისეთ “ხოდზეა”
თეგები: ეკა ხერხეულიძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved