• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე მაშინ წავედი საქართველოდან, როდესაც საშუალო ქართველზე ასჯერ მაღალი ხელფასი მქონდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:08 02-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,782

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

„მე მაშინ წავედი საქართველოდან, როდესაც საშუალო ქართველზე ასჯერ მაღალი ხელფასი მქონდა.
უხელფასობას არ გავქცევივარ.
უპონტობას და უპერსპექტივობას გავეცალე.
90-იანების შუაში როცა მუშაობა დავიწყე, ძალიან დიდი ხალისით ვიმუშავე – სასამართლო რეფორმა, გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობა … საინტერესო საქმე მქონდა და ჩვენი იდეების ლობირებისთვის მცირე სივრცე
არსებობდა.
2000-ისკენ ეს მცირე სივრცეც დაჭაობდა.
პროკურატურის რეფორმაზე უნდა მემუშავა და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს.
ანტიკორუფციულ თემებზე ვმუშაობდი და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს.
მანამდე AES -ში, თელასის ამერიკელ ინვესტორთან ვიმუშავე და გული მერეოდა ისეთ კორუფციაში ვიძირებოდით.
25 წლის ვიყავი და მეთქი, რავი –
აქ რაღა მინდა, პროფესიულად როგორ განვვითარდე?
ან ჩემს 12 წლის დას რა უნდა აქ, ან ჩემს 3 წლის შვილს – ასეთ გარემოში რა აკეთონ.
გამომივიდა ევროსაბჭო და წავედი, ოღონდ დავიბარე რომ 5 წლით წავედი.
6 თვეში, საახალწლოდ ჩამოვედი – გაყინული და ბნელი თბილისი, ადამიანები, რომლებიც სტატუს კვოში იძირებიან, ნავთის სუნი ….
მოკლედ, უკან რომ დავბრუნდი უცებ მივხვდი, რომ შეიძლება ჩემი 5 წელი 5 წელი სულაც არ იყოს და ძალიან დავმწუხრდი – სიგარეტის მოწევა მაშინ დავიწყე.
ერთადერთი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ექიმთან მივედი და ვუთხარი რომ სასტიკად სევდიანი ვარ და რამე მიშველოს.
რაღაც წამალი დამინიშნა და 1 თვეში ისე გამიარა სევდამ, არასოდეს
დამბრუნებია.
გადავწყვიტე ადგილობრივი გავმხდარიყავი.
გავიცანი ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენდა სტრასბურგში, რომ თბილისი იქ მომეწყო და იდეაში მოვიწყვე კიდეც.
მაგრამ გავიდა რაღაც დრო და აქ ისეთი ცვლილებები მოხდა, ზუსტად 5 წელიწადში დავბრუნდი – ჯერ ცოტა ხნით, ზუსტად კორუფციაზე სამუშაოდ.
და მერე კი დაგამშვენეთ – სამუდამოდ და არსად აღარ წავალ.
მოკლედ, ყველა თუ გავიქეცით, არაფერი გამოვა.
მაგრამ ვინც დავრჩებით, თუ შევძელით, ვითარება შევცვალეთ და ოპტიმიზმი გავაჩინეთ, წასული ხალხის დიდი ნაწილი უკან ჩამოვა.“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved