• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე” – გადადგება თუ არა ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
01:06 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,10 იანვარი 2022 წელი, ჟენევა

დღეს საოცრება გავიგე – ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი.

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს. მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი.

ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდმია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა.

ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ – აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით: 1. ხელფასი არ მინდა;
2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.;
3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა – გავუშვებ, ვიღაცეების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა.

მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი – პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი!

კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორებ!

გავიმეორებ – ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდრემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ!

მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული. ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია.”

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved