• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე გეტყვით, „ოცნების“ ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულით როგორ უნდა გავისტუმროთ საშვილიშვილოდ დაგროვილი საგრეო ვალები!“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
19:04 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
607

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

– წინასწარ ბოდიშს გიხდით და ირაკლი კობახიძის მორიგ, მართლაც სულელურ განცხადებაზე მინდა გთხოვოთ კომენტარი. ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა კობახიძემ – დეკემბერში თუ მოგვცემთ ევროკანდიდატის სტატუსს, მაშინ ერთ თვეში მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 2024 წლის არჩევნებს პროპორციული სისტემითა და დაბალი, 2%-იანი ბარიერით ჩავატარებთო. გამოვიდა, რომ სტატუსს თუ არ მოგცემენ, ძველი სისტემით ჩატარდება არჩევნებიო. ეს სისულელე რამ ათქმევინა?

– ეს ზუსტად ის ნათქვამია, რომ არაფერი გვინდა თქვენგანო, ევროკავშირს უთხრეს. უნდათ, რომ აქცენტები სხვა საკითხებზე გადაიტანონ, არ ილაპარაკონ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელსაც ევროკავშირი ჩვენთან ითხოვს. დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის, სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაციის გამკეთებლები ესენი არ არიან. აქედან გამომდინარე, მათთვის მთავარია, როგორმე ეს სტატუსი მიიღონ, იქნებ ხალხი დროებით გააჩერონ. არჩევნები კი 2%-იანი იქნება თუ 1%-იანი, აზრი არ აქვს, მაინც გააყალბებენ, რაც უნდათ, ბოლოს მაინც იმ შედეგებს დაწერენ. ამ ფორმატით, ამ სისტემით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ახლა ჩვენ ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ დისტანციური ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, შერეული ტიპის არჩევნები. ვისაც უნდა, საარჩევნო უბნებზე მივიდეს და მისცეს ხმა, ვისაც უნდა, დისტანციურად მისცეს ხმა და ეს უპირველესად, ჩვენს ემიგრანტებს ეხებათ და იმ ხალხს, ვინც სხვა და სხვა მიზეზით არჩევნების დროს ქვეყანაში  არ იქნება.

– ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებენ?

– სათანადო კონტროლის ქვეშ, ვერაფერს გააყალბებენ. ელექტრონული არჩევნები აუცილებლად უნდა დაინერგოს ქვეყანაში. მთავარია, ემიგრანტები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. იმ უკმაყოფილო ხალხის წინაშე, ვისაც ამ ქვეყნიდან ერეკებიან, მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება. ემიგრანტები ყველაზე კარგად ხედავენ, დღეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ერთი, რომ აქაც იყვნენ, ყველაფერი იწვნიეს ამ ქვეყნისა და ახლა უცხოეთში არიან და იქიდან ხედავენ განსხვავებას ჩვენსა და  განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. ემიგრანტების გზავნილებზე ვცხოვრობთ, ქვეყანას ინახავენ ეკონომიურად და აბსოლუტური უფლება აქვთ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა და არ იყვნენ გარიყულები. არჩევნების ეს ფორმა ხელს  შეუწყობს მათ ამ საქმეში.

– „ქართული ოცნების“ ეს ზღვარგადასული, გამწარებული ლანძღვა ევროპისა და ამერიკისა, ვფიქრობ, იმის მანიშნებელიც არის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. უკაცრავად და, იმიტომ არის, შარვლებიდან რომ ხტებიან ევროპა-ამერიკის ხსენებაზე ლამის კრუნჩხვები ემართებათ. ადრე ასე მწარედ  და ხელაღებით ხომ არ ილანძღებოდნენ?

– რა თქმა უნდა, ასეა. სანქციები როდესაც ამოქმედდება, ეს ყველაფერი როდესაც გამოქვეყნდება, მერე ფარული გახდება ხილული. ჩვენ დავინახავთ ამათ მიერ მოპარულ და სხვა უკანონო გზით ნაშოვნ ფულებს, რომლებიც უცხოურ ბანკებში აქვთ დაბინავებული. იმ ქონებას, რომლებიც უცხოეთში აქვთ. მერე ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება ლეგიტიმური კითხვა: იმ ხელფასებით და თუნდაც პრემია-დანამატებით, როგორ დააგროვეს ამხელა ქონება და ფული? სანქციების მერე, რის გამოც გაყიდეს ამ ქვეყნის ინტერესები, ის დაუყადაღდებათ, ის ჩამოერთმევათ. ეს იქნება მართლა სამართლებრივი გადაწყვეტილება. მერე, შემდეგმა მთავრობებმა, უნდა მიმართონ ევროპის ქვეყნებს, ამერიკას და სხვა ქვეყნებსაც, სადაც ამათ ქონებას და ფულს დაუყადაღებენ, ეს ქონება ფულად აქციონ, ბანკებში დაყადაღებულ თანხებს მიუმატონ და იმ ქვეყნებმა ჩამოგვაწერონ საგარეო ვალები, ამ ფულში გაგვიქვითონ, ვისგანაც აღებული გვაქვს. საამისო მექანიზმი აუცილებლად მოიძებნება. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი, რომ ამათი ნაქურდალი ქართულ სახელწიფოს მოხმარდეს.

 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved