• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები, პოლიტიკური საბჭო იქნება გადაწყვეტილების მიმღები – გვარამია

ალია ავტორი - ალია
16:35 03-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

“მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები. მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება პოლიტიკური საბჭო, ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამას მე და ნიკა ვერ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტთ. – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გვარამია ამბობს, პარტია “ახალის” ყრილობა მომავალ თვეს, აპრილში გაიმართება. გვარამიას თქმით, პარტიის მიზანია, რომ ამომრჩეველმა “გაიგოს რას ნიშნავს კოალიცია”.

შეიძლება ჩვენ ვართ ამ პარტიის ორი ლიდერი, ორი ნიკას პარტია დაერქვა ამას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენთან არიან ძალიან წარმატებული, შემდგარი, ამბიციური, წესიერი ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. ბევრისგან პოლიტიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება მართალი გითხრათ, გამიკვირდა, იმიტომ, რომ ძალიან წარმატებული ხალხია, მშვენივრად გრძნობდნენ თავს თავის პროფესიაში, მაგრამ გამიხარდა. აბსოლუტური მითი აღმოჩნდა ის, რომ პოლიტიკა არავის აინტერესებს, რომ პოლიტიკაში ხალხი არ მოდის. მოდის მეგობრებო, მთავარია დავუძახოთ, დავუძახოთ სწორად და მივცეთ შესაძლებლობები. ფასადად კი არ დავაყენოთ, მივცეთ რეალური შესაძლებლობები. ჩემი და ნიკას დამოკიდებულები აბსოლუტურად ცალსახაა და ერთგვაროვანი, რომ ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ახალ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ჩვენზე უკეთ, ხანგრძლივად ემსახუროს ამ ქვეყანას. ჩვენ ეს გვჭირდება, მე მჭირდება, ჩემს შვილებს სჭირდებათ, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და შეცვალონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მოძველდა.

მე და ნიკა ვიქნებით თანათავმჯდომარეები, მაგრამ ეს არის სრულად ფორმალური მხარე ამ საკითხის იმიტომ, რომ ეს ხელმეორის საკითხამდე დადის კანონმდებლობის თანახმად. მაგრამ ამ პარტიის მთავარი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, იქნება პოლიტიკური საბჭო, პარტიის პარლამენტი.

ხელმძღვანელი ვინ იქნება ჯერ არ ვიცით. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამას მე და ნიკა ვერ გადავწყვეტთ და არ გადავწყვეტთ. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ჩვენს პარტიაში თუ არ არის მთავარი მმართველი ორგანო პარლამენტი, მაშინ ჩვენ ხალხს ვერ ვეტყვით იმას, რომ ვართ მზად, იმისათვის რომ პარლამენტმა მართოს ქვეყანა. ეს ასე არ არის. ნახეთ, რომ ჩვენი პარტიის სახელი არის ახალი ერთობა. დიახ, ეს არის ერთობა, ერთგვარი ორი გუნდისგან შემდგარი ერთობა. ჩვენ მოგვწონს კოალიციურობა, სხვებსაც ველოდებით ამ ყველაფერში. გვინდა, რომ ამომრჩეველმა, რომელმაც ჯერ არ იცის რას ნიშნავს კოალიცია და ისე აეწყო, რომ საქართველოში ჯერ არავინ არ იცის, წინსწრებად ვაჩვენოთ როგორ მუშაობენ ადამიანები ერთად, როგორ შეუძლიათ, მიუხედავად მცირე განსხვავებისა, ერთ და სწორ მიზანზე, მომავალზე ორიენტირების პირობებში, ერთიანად მიიღონ უკეთესი და უფრო სწორი გადაწყვეტილებები, ვიდრე ამას დამოუკიდებლად მიიღებდნენ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved