საფრანგეთში მცხოვრებმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ხალხო კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ!
არავის არ გჭირდებათ ჩემთან შუამავლის მოძებნა. არ მაინტერესებს არც თქვენი აღმსარებლობა და არც პოლიტიკური შეხედულება. არც ის თუ სადმე ოდესმე მაგინეთ და მლანძღეთ.
თქვენ საკუთარ შვილებზე და ოჯახის წევრებზე ახლობელი არავინ არ გყავთ. მეც თქვენსავით მიყვარს ჩემი შვილები, დედ-მაშივილები, მეგობრები. . .
თვლით, რომ შემიძლია დახმარება? ნუ ეძებთ შემოვლით გზებს. ჩემთან საქმე არ იწყობა! ურთიერთობა ეწყობა მხოლოდ. მხოლოდ მე შემიძლია გიპასუხოთ ხო, ან არა.
ნებისმიერი პირი, რომელიც გეუბნებათ რომ საქმეს ჩაგიწყობთ გასამრჯელოს სანაცვლოდ იცოდეთ, რომ თაღლითია.
მე და ჩემი ფრანგი კოლეგები ქართველი ემიგრანტებით არ ვვაჭრობთ. თუ ვინმე ფულს გძალავთ შუამავლობისთვის (რაც არაერთხელ მომხდარა) ამხილეთ! დავსჯით უმკაცრესად.”
კომენტარები