• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე და ჩემი ოჯახი კვლავ 41-ს შემოვხაზავთ” – მარიამ კუბლაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:36 10-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“არ მიყვარს ორმაგი თამაში, მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მრავალი გამოწვევისა თუ გამოცდილების გათვალისწინებით, მე და ჩემი ოჯახი კვლავ 41 – ს შემოვხაზავთ.

დიახ, არის ხარვეზები, პრობლემები, მაგრამ არ არის სისასტიკე, გამოძალვა თუ ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, რაც არც თუ ისე შორეულ წარსულს გვახსენებს.

ვხედავ ჩემი კოლეგების მიერ აჭრელებულ სოციალურ სივრცეს, რომლებიც წერენ გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეზე. ფაქტია, რომ ჩვენი პროფესია წარსულთან შედარებით მკვეთრად რეალიზდა და პროგრესირდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე არაერთხელ გამიკიცხავს საჯაროდ ხელისუფლება, მაგრამ ამისათვის არავის დავუსჯივარ და არ განხორციელებულა ზეწოლა და მუქარა ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. მე ვსარგებლობ თავისუფალი სიტყვის უფლებით, არ ვერიდები კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოთქმას, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ ცალკეული თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი არასწორი ქმედებების შესახებ. საპასუხოდ კი ნაცვლად ზეწოლისა ადექვატურ რეაგირებას ვიღებ.

დიახ, მეც მეტს ველოდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ველოდი საკუთარი თავისგან.

რა მოხდა მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე კრიტიკული აზრი გამოვთქვი? დაიწყო ჩემი მიზანმიმართული ბულინგი, სხვადასხვა გზით ზეწოლა, დამცირება და ამას კვლავ ახერხებენ ძალაუფლების გარეშეც კი. მებადება სრულიად ბუნებრივი კითხვა – რისი ჩამდენია ეს ბოროტება და ავაზაკობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ბევრად უარესის, ვიდრე მათივე სისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა.

მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, დესტაბილიზაციის მოსურნენი უნდა დაისაჯონ მკაცრად, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. დღეს ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. მოცემულობას თავად მივყავართ პასუხამდე.

დაფიქრდით, ვიდრე ნაბიჯს გადადგამთ!

#ყველანიმივდივართარჩევნებზე“

თეგები: 2020 არჩევნებიმარიამ კუბლაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved