• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ბევრ რამეში მდებდნენ ბრალს, ალბათ ოდესმე მომეკითხება…“ – რობერტ სტურუა იუბილარია

ალია ავტორი - ალია
12:41 07-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,236

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იუბილარია. რეჟისორს 84 წელი შეუსრულდა.

რუსთაველის თეატრი რობიკო სტურუას დაბადების დღეს ულოცავს:

„ბატონო რობერტ, რუსთაველის ეროვნული თეატრი გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენთან ერთად რუსთაველის თეატრმა საოცარი წარმატებისა და ტრიუმფის წლები განვლო.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, თქვენი შემოქმედებითა და მოღვაწეობით კიდევ ბევრ სიხარულს, აღტაცებას, გაოცებას მოუტანთ ქართველ ( და არა მხოლოდ ქართველ) მაყურებელს.
ძალიან გვიყვარხათ!“ – ვკითხულობთ მისალოც წერილში.

აქვე ვკითხულობთ სხვადასხვა დროს მისი ინტერვიუებიდან საინტერესო ამონარიდებს.

– “ყოველთვის მიკვირდა, რატომ წარმოიშვა ჯერ ტრაგედია და შემდეგ კომედია, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი ბედის დატირება იოლია და მაყურებელსაც გულზე ხვდება რომანტიკულ საბურველში გახვეული ტანჯვა-წამება.

გაცილებით რთულია, დასცინო ცხოვრების უკუღმართობას, მასხრად აიგდო საკუთარი თავი, კომედია ხომ სიმართლის გაშიშვლებაა და მაინცდამაინც არ ხიბლავს მაყურებელს, პირიქით – აღიზიანებს კიდეც.”

– „…მე ბრალსა მდებდნენ გარეგნული ფორმებით გატაცებაში, მაგრამ თეატრი განა სანახაობა არ არის?…

მე ბრალსა მდებდნენ ეროვნული ქართული ტრადიციებიდან გადახვევაში, მაგრამ განა ქართული თეატრისათვის უცხოა ყველა დროის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი?…

მე ბრალსა მდებდნენ, რომ ჩემს ძიებაში მიწას ვწყდები, მაგრამ განა შეიძლება ასე იმსჯელო ფანტაზიაზე, რომელიც რეალობას ეფუძნება?!

მე ბევრ რამეში მდებდნენ ბრალს…ალბათ ოდესმე მომეკითხება…“

– „სტუდენტი ვიყავი, ერთი ფრანგი მსახიობის ჩანაწერებს რომ წავაწყდი. მისი მონაყოლი დღემდე მაწვალებს, არ მავიწყდება.

თუ გსურს მიხვდე რა სწრაფად გადის დრო, მოდი თეატრში. მოდი თეატრში, როცა იქ არავინაა, დადექი ჩაბნელებულ სცენაზე, ცარიელი დარბაზის პირისპირ, დახუჭე თვალები…გაირინდე..უცებ ჩუმი, ჩუმი შრიალი გამოგაფხიზლებს და სახეზე უცნაურ შეხებას იგრძნობ-თითქოს ნიავმა გადაგიარა.

ეს დრო იყო, დრომ ჩაგიქროლა…უხილავმა, დაუნდობელმა…მე ასეთი რამ მხოლოდ რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიგრძენი, რატომღაც არსად არასოდეს ეს აღარ განმიცდია.“ – ამბობს რობიკო სტურუა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved