, მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არატილიანი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე, რომელიც სქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, პროცესი მიმდინარეობდა.
სააკაშვილის თქმით, ის „თანამდებობების ხამი“ არ არის.
მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან ამ დროს მე წარმადგინეს უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე, რაზეც 3-4 დღეში იმის გამო, რომ რაღაც კომპრომისებზე გვიწევდა წასვლა, ვთქვი უარი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მნიშნავდნენ მთავრობის თავმჯდომარეს, მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი და განსაკუთრებული, არატილიანი საქართველო, არაგაუბედურებული, არაგაღარიბებული და არა მიწასთან გასწორებული – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები