• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე არ ვარ აგრესიული პიროვნება…თან მე მიყვარს, როცა გზას ვაძლევ ახალგაზრდებს“ – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
20:58 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,105

არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს, მე არ ვარ აგრესიული პიროვნება, დროებით შემცვლის თამარ გაბუნია, შემდეგ სამინისტრო შეარჩევს ახალ ხელმძღვანელს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ცოტა ხნის წინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვდა. გამყრელიძის განცხადებით, თამარ გაბუნია ჯერ დეტალურად უნდა გაეცნოს ცენტრში არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ყოველდღიურად იქნება.

„დროა უკვე. 10 წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემია ​უკან იხევს. დღევანდელი მონაცემები კიდევ უფრო დამამშვიდებელია, ვიდრე წინა სამშაბათის. თან მე მიყვარს, როცა გზას ვაძლევ ახალგაზრდებს, ამიტომ, სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. დროებით მე შემცვლის თამარ გაბუნია, შემდეგ სამინისტრო შეარჩევს ახალ ხელმძღვანელს. ვინ შეიძლება, რომ იყოს, ვერ გეტყვით, არ ვიცი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს. მე არ ვარ აგრესიული პიროვნება. არ მგონია, ვინმეს ჩემთან დაპირისპირება ჰქონდეს. მე აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვარ, ნებისმიერ საკითხს ყოველთვის ვიხილავ, ყოველთვის ვცდილობ, კონსენსუსით გადავწყვიტო საკითხი იმისთვის და არავითარი დაპირისპირება არ იყოს. ასე მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება და კიდევ რაც დამრჩა, ასე ვაპირებ, ვიარო. ახალი გუნდია, ძალიან კარგი. მოვიდა მეტი ახალგაზრდობა. მოგეხსენებათ, მე აღარ ვარ პატარა, დიდი ხანია, რაც ჯანდაცვის სისტემაში ვარ.

სამომავლო გეგმები სულ მქონდა და მაქვს. მე ხანგრძლივად ვარ ჯანდაცვის სექტორში, მაქვს ჩემი შეხედულებები, თუ ვინმეს რჩევა დასჭირდება, მზად ვარ. ბევრჯერ ვყოფილვარ საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი. ახლა რასაც ვფიქრობ, თუ გამიშვებთ, არის ის, რომ ორი თვე ცოტა უნდა დავისვენო და მერე დავუბრუნდები საქმიანობას. რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, წავიკითხო ლექციები, მაქვს ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში, რითიც დავიწყე სამეცნიერო მოღვაწეობა. ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით და მგონი, საქმე ბევრი მექნება. გარკვეული ნოსტალგია იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანი ეჩვევა ერთსა და იმავე ადგილს, მაგრამ ასე ჯობია, ახალი სისხლი ყოველთვის ჯობია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვას იმის შესახებ, გადადგება თუ არა თანამდებობიდან პაატა იმნაძე, გამყრელიძემ განაცხადა:

„პაატა იმნაძე რატომ უნდა გადადგეს? ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო 15, თუ 18 წელი. ის იქნება თუ არა ახალი ხელმძღვანელი, მე ვერც მაგას გეტყვით, გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.

მინისტრთანაც მქონდა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ერთად გახლდით მე, მინისტრი და თამარ გაბუნია. ვისაუბრეთ, თუ როგორ იყოს ხავერდოვანი პოსტის გადაცემა. როგორც კი დავლაგდებით და თამარ გაბუნიას დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში, შემდეგ დავტოვებ ოფიციალურად თანამდებობას. ასეთი ტიპის შეხვედრები იქნება ყოველდღიურად. თანამდებობის დატოვება იყო ორმხრივი გადაწყვეტილება, მინისტრის და ჩემი გადაწყვეტილება. ეს იყო ჩემი სურვილი და მე როცა ჩამოვყალიბდები რამე გადაწყვეტილებაზე, მერე ჩემთან წინააღმდეგობის გაწევა რთულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved