• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“ – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
14:00 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

დეპუტატი იაგო ხვიჩია ნაცმოძრაობაში არსებულ განხეთქილებაზე:

„ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი მოსალოდნელი იყო დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ბოლო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. მესმის, რომ შეიძლება, ერთი ადამიანი არ იყოს ამაში დამნაშავე, ბევრი სხვა ადამიანი იყოს, მაგრამ მსხვერპლის, განტევების ვაცის ძიება, ვისაც ეს ყველაფერი გადაბრალდება ძალიან ბუნებრივი ამბავია. მე არ ვიცი, ეს ნიკა მელაის დაბრალდება თუ სხვა ვინმეს, მაგრამ პროცესი, კრიზისების შემდეგ ასეთი ტიპის ადამიანების ძებნის ვისაც დაბრალდება წარუმატებლობა, ბუნებრივია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფუნდამენტურ რეფორმებზე უნდა იფიქროს.

მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება, ამიტომ მე არ მექნებოდა დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც. ახლა ნიკა მელია წავა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვნახოთ, იქიდან რა გამოვა.

ჩვენ ველოდებით, იქ ვითარება დროზე გაირკვეს, რომ ვიპოვოთ ადამიანი, ვისაც დაველაპარაკებით და ვინც პასუხისმგებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე. აქამდე ჩვენ ვისთანაც გვქონდა ეს ურთიერთობა პასუხისმგებლობა არ აიღო, ამიტომაც ჩვენ არ გამოგვდიოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კარგი ურთიერთობა, არ იყვნენ იქიდან სათანადო ადამიანები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაცმოძრაობის“ წევრები მელიას გადაყენებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved