• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე არ მესმოდა თქვენი სიტყვები (ხმადაბლა საუბრობდით ) – ეკა ბესელიას მიმართვა ივერი მელაშვილს

ალია ავტორი - ალია
19:45 01-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის ივერი მელაშვილს მიმართავს.

„ ღია მიმართვა ივერი მელაშვილს

საჭიროდ ჩავთვალე მოგმართოთ ღია წერილით . მინდა ამით ჩემი შინაგანი ემოცია და იმ ადამიანების განწყობა გამოვხატო, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვინც გულწრფელად ღელავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გამო. მე, ეკა ბესელია, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თუ ის უსამართლოდ იჩაგრება, ჩემი ცხოვრების პრინციპად მივიჩნევ.არასდროს შემშინებია ღია პოზიცია მქონოდა იქ, სადაც უსამართლობას ვხედავდი.ნებისმიერი პიროვნების, მისი სახელის, გვარის, თანამდებობის თუ რეგალიის მიუხედავად, უსამართლო ქმედება ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, თავისუფალი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, დღეს შესაძლებელია ნებისმიერი და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე თემების პოლიტიზირება. . სწორედ, ამ პრინციპის დაცვით მივესალმე თქვენი და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. მეც ვიყავი იმ დარბაზში, სადაც თქვენ საპატიმროდან გამოსულს გულწრფელად მოგილოცეს თავისუფლება. მე არ მესმოდა თქვენი სიტყვები (ხმადაბლა საუბრობდით ) მოგვიანებით ვნახე ჩანაწერი და ფრაზა, რომელმაც ბევრს ახალი პოლიტიკური სცენარის მუზა გაუხსნა, ბევრი ფსევდო პატრიოტი, დავით გარეჯი ნანახიც რომ არა აქვთ, მორალს გვიკითხავს ჩვენ, მათ ვინც ვინც იქ წლების წინ ვიდექით მაშინ, როდესაც თვითონ ჩირგვებში იმალებოდნენ. ბევრი კი გულწრფელად აღაშფოთა.თქვენი სტუდიაში საუბრის ბოლო ფრაზა მოგვიანებით რამდენჯერმე მოვისმინე , ნამდვილად არ ამბობთ ,,დავით გარეჯი არ არის საქართველო”, თუმცა თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები იძლევა ფართო და საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას. ამიტომ მოგმართავთ ან მკაფიოდ განმარტეთ თავად, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, ან თუ ასე არ ფიქრობთ -მე თქვენს პოზიციას არასოდეს მივიღებ. არც თქვენს და არც არავის -ვინც არ უნდა ამბობდეს ამას!!!“ – წერს ეკა ბესელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved