• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, პარასკევი, 8 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – რას უყვება „ალიას“ ეკა ბესელია?

ალია ავტორი - ალია
20:49 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
599

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის„ ლიდერი, ეკა ბესელია.

– ქალბატონო ეკა, ქართულ პოლიტიკაში,  ქვეყანაში ჩიხური სიტუაციაა და ბევრი ფიქრობს, რომ სიტუაციიდან სტანდარტული  და პოლიტიკური  გამოსავალი აღარ არსებობს, გამოსავალია მხოლოდ მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუცია  ან უარესი, უფრო აგრესიული ქმედებები, მაგრამ კონსტიტუციური მეთოდებით. ეს რამდენად რეალური და მოსალოდნელია?

– დავიწყებ იმით, რომ ცვლილების აუცილებლობას რომ არ გრძნობდეს ხალხი, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვინც ხედავს ამ ჩიხური და კრიზისული ვითარების მასშტაბს, არც ეს საკითხი დადგებოდა. როდის დგება მწვავედ ხელისუფლების ცვლილების საკითხი? მაშინ, როდესაც იმდენად ღრმა ეროზიაა დაწყებული სახელისუფლებო შტოებში, რომ მისი მკურნალობა უკვე შეუძლებელია. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ორი საარჩევნო ვადა სრულიად საკმარისია. როდესაც იწყება ძალაუფლების უზურპაცია და ისეთი ტკბობა ძალაუფლებით, რომელიც დაემართა ჩემს ყოფილ პარტიას, ეს უკვე იწვევს დემოკრატიიდან ავტორიტარულ რელსებზე გადასვლას. მერე ჩნდება ეს სურვილები – სხვა და სხვა ფორმით ხელისუფლების ცვლილებებისა.  ძალაუფლების სიყვარულმა დააზიანა არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ მთელი ქვეყანა. დინამიკა, ცვლილებების რესურსი, რეფორმების შესაძლებლობები, ყველაფერი ჩაკლა ამან. მთელი ხელისუფლება გადართული და მობილიზებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ვის უნდა ხავერდოვანი ცვლილება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული გემოვნებისაა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ  კარგი ვითარებაა, დიდი ერთსულოვნებაა და შეგვიძლია, მშვიდად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები გრძნობენ, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი და აუცილებელია. მე ვისურვებ, რომ ეს მოხდეს არჩევნების გზით. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ არჩევნების გაყალბება ისევე დაიწყო „ოცნებამ“, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება. „ოცნებასაც“ ისე გაუტკბა ხელისუფლებაში ყოფნა, როგორც „ნაცმოძრაობას“. უკვე ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს, განსხვავებას ვეღარ ვპოულობ მათ შორის.

– იცით, რისი მეშინია? ამ ხელისუფლებამ თუ გადააგორა საპროტესტო ტალღები, თავი დაირწმუნა, რომ ხალხი და ოპოზიცია გადატეხა, მერე ძალაუფლების შენარჩუნების ახალ ეტაპზე გადავა. მიიღებენ ისეთ კანონებს, რომ ყველას გაკონტროლებას შეეცდებიან, სრულად დაამყარებენ კონტროლს ბიზნესზე და ვინც ოპოზიციურ  აზრს დააფიქსირებს, იმ ხალხს არა მარტო საჯარო სამსახურებიდან, ბიზნეს-სექტორიდანაც გაყრიან, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს დახურავენ… ეს გზა უკვე გამოვიარეთ „ნაცმოძრაობის“ დროს. ახლაც მივა საქმე აქამდე?

– მე მგონი, ეს შუძლებელია. არა იმიტომ, რომ არ იკადრებენ. რაც ერთხელ გამოიარა ქვეყანამ, ის რეპრესიული მანქანა, რაც უკვე გამოსცადა ხალხმა და საკუთარ ზურგზე გადაიტანა, ამის დატესტვა და მცდელობა, ეს რამდენად იმუშავებს, არაგონივრული იქნება. ამ ხელისუფლებას მაგალითად უდევს 10 წლის წინანდელი ფაქტი. წინა ხელისუფლება რამაც დაამარცხა, ეს იყო ის უკანონობა, სისასტიკე, რასაც ჩადიოდნენ და ზოგადად, რეპრესიული სისტემა. ამ გზით სიარული ამას  ნიშნავს. დიდად არ განსხვავდებიან „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“, მაგრამ იმ მასშტაბის რეპრესიებს მარტო იმიტომ ვერ ბედავენ, რომ ეშინიათ ხალხის რეაქციის, საბოლოო ჯამში, რეპრესიები უკურეაქციებს იწვევს. კონტროლის თვალსაზრისით, ახლა თუ რაიმეში იხარჯება სახელმწიფო რესურსი, იხარჯება ადამიანების კონტროლზე. ახალ კანონებს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს არ არის მთავარი. ამას ისედაც აკეთებენ, ისედაც აკონტროლებენ ადამიანების საქმიანობას, მომოწერას, სატელეფონი საუბრებს… დღეს თუ რაიმე მუშაობს, ეს რეპრესიული მანქანა მუშაობს, რომლისგანაც იღებენ ინფორმაციას ადამიანთა კონტროლის მიზნით.

– რუსული მართვის მოდელზე არ გადავიდეთ და გასაქცევად არ გაგვიხდეს საქმე ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, მაგას ვდარდობ. აქამდე წასასვლელიც მქონია და არ წავსულვარ არც წინა, არც ამ ხელისუფლების დროს. დარჩენა და ბრძოლა ვარჩიე. ვშიშობ, ბოლოს სანანებელი არ გამიხდეს ჩემი საქციელი.

– გათვლაც მაგაზეა, რომ ყველა წავიდეს, ყველა გაიქცეს და დატოვოს ქვეყანა. საზღვრები გახსნილია და სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს ქვეყნიდან და მით უფრო ისეთები, რომლებიც ამ რეჟიმს ებრძვიან ან  რაღაც ფორმით წინააღმდეგობას უწევენ. ბოლო წლებში ძალიან დიდია მიგრაცია. მეც იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც შენ – მეც არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენნაირები ცოტანი არიან. ვისაც კი უცხოეთში წასასვლელი მცირე შანსი გაუჩნდა, შინაგანად ვერ შესძლო დარჩენა  და ბევრი წავიდა. ემიგრაციის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მეორე საქართველო ქვეყნის გარეთ არის.

– ძალით გააქციეს შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ  ამ ხალხის უმეტესობა  ხალხი ბრძოლისუნარიანია. გააქციეს ისინი, ვისაც  ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლა შეეძლო. ამით, სამოქალაქო პროტესტის ველი  მნიშვნელოვნად  გაწმინდეს. ლოგიკურად ასე არ გამოდის?

– რა თქმა უნდა, გათვლა ხომ ამაზეა. წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა და თან განათლების სისტემას პირდაპირ უტევდნენ. მაშინ  რისი დანგრევაც შეძლეს განათლების სისტემაში, დაანგრიეს. საერთოდ, გაუნათლებელი ადამიანის  მართვა უფრო იოლია. ახლაც, ამ მხრივ, განათლების სფეროს მიმართულებით რეფორმები რატომ გაჩერდა და რატომ ხდება ემიგრაციის ხელშეწყობა? ვისაც ეკონომიურად  უჭირს და გარბის ქვეყნიდან, მერე აქ  ცოტა რჩება და მათი მართვა ეიოლებათ. ცხადია, აქედან გამომდინარე, დარჩენილებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი აღარ არის მოსახლეობის უმრავლესობა. ადამიანებს ხშირად უჭირთ  ხანგრძლივად ბრძოლის პროცესში ყოფნა და ცხადია, ასეთი ადამიანების რაოდენობა შემცირდა ქვეყანაში. ამით კი ხელისუფლება უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მოკლედ, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ დასუსტებული ორგანიზმი იოლად დასამორჩილებელი იყოს. ეს მიდგომაა, თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ – უახლესი ისტორია. საბოლოოდ ეს გაჭიმული ზამბარა აუცილებლად გაწყდება და ხალხი შეცვლის ამ ხელისუფლებას.

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved