• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
11:09 11-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო. ჩემთვის, მამაჩემისთვის, შენთვის და მისთვის. შემდეგი წლებიც ამისა იქნება, – ამის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოდიოდა. ოთხმოცდაათიანების ,,შუა საუკუნეები” იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს…

ჰოდა, მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და „თხილს ხეკდა“. საღამოს ავტობუსი ჩამოვიდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის. და უცებ.. და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. „დაიბადა ხარი, ჰოდა…” 1998 წელი…

ლექსების პატარა კრებული. კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა. მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა. წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო. უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია, ახლა როცა 35 წლის გავხდი და მამაჩემი აღარ არის.

მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს. რადგან ხვალინდელი დღე უკვე განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. ჩემი სურვილი და ვნება ეს არის, ამიტომაც მოვედები ამდენ და ამდენნაირ საქმეს, რომ ბუხარი ხვალაც ენთოს. ჩემი ცხოვრება სავსეა მარცხებით და გამარჯვებებით და ერთადერთი რაც შედეგად შემიძლია დავიკვეხნო, ბარემ ათი ადამიანის ცხოვრება გამოვიარე. დრამა მეტი იყო, ზეიმი ნაკლები. აქ,თქვენთან, ზეიმებს უფრო ვაჩენ, უფრო საჯარო და საყოველთაოა და იმიტომ.

მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო.

ჩემთვის, მამაჩემისთვის, შენთვის და მისთვის. შემდეგი წლებიც ამისა იქნება,“- წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved