ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მძიმე მდგომარეობიდან ფსკერამდე დაშვება შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს. ფსკერზე შეიძლება გამიზნულადაც კი დაეშვე ამ სიახლისკენ ბიძგისთვის. ზუსტად ასეთ ფსკერზე ვართ ჩვენ და ბიძგი გვჭირდება ახალი ცხოვრების დასაწყებად, სასწრაფოდ გვჭირდება – ფსკერზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება – ეს დაღუპვაა. ისევ გავიმეორებ – ჯერჯერობით ყველაფერი სწორად მიდის და ეხლა მთავარია ამ ბიძგმა არ დაიგვიანოს. ეს არც ოპტიმიზმია და არც პესიმიზმი – ეს რეალობაა.“
კომენტარები