• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მძღოლებს ჯარიმებს უზრდიან – როდიდან და რა ახალი ჯარიმები დაემატება ისედაც გაღატაკებულ ხალხს?

„ეს ახალი ვალდებულება შეეხება ყველა სოფლის მაღაზიასაც კი და არავის აინტერესებს, რამდენს ვაჭრობს, ეს 2000 ლარი უნდა გადაიხადოს მფლობელმა“

ალია ავტორი - ალია
21:24 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28,490

ანი დვალიშვილი, „ალია“

სულ ტყუილად წუწუნებს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენს ქვეყანაში არაფერი იზრდება და ვითარდებაო. აგერ, გადახედეთ ფასებს და ნახავთ, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სამწუხაროდ, მატება უფრო მეტი იქნება. ამასთან ერთად, სასიხარულოს ვერაფერს გეტყვით, რადგან ფასები უფრო მეტად გაიზრდება და რაც მთავარია, ამას ვერავინ მალავს. ეგ კი არა და, ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც მიხვდნენ, რომ არსებული ომისა და ზოგადად, პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბიუჯეტის შესრულება კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება და როგორ გგონიათ, რა გზა იპოვა მთავრობამ? სწორია – თანხა ისევ მოსახლეობისგან უნდა ამოიღოს და რაც მთავარია, ძირითადი დარტყმა ისევ მძღოლებზე კეთდება. გემახსოვრებათ, როცა ორიოდე წლის წინ ძალიან გაუჭირდა ხელისუფლებას, საგზაო დარღვევებზე ჯარიმები გაზარდა. ამჯერად, ჯარიმების გაზრდა მეორე კვარტლის ბოლოდან იგეგმება, ანუ სწორედ მაშინ, როცა ზაფხულის შვებულებები აქტიურ ფაზაში შევა, მანამდე კი…

არავისთვის არის უცხო, რომ ტექ-დათვალიერების პროცესში, ავტომობილების გამონაბოლქვზე ან თვალს ხუჭავენ, ან მანქანის ავზში სპირტს ასხამენ, რომელიც დროებით აქრობს გამონაბოლქვს და ტექ-დათვალიერებასაც გადიან. ჰოდა, მალე გამოჩნდებიან სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი პირები, რომლებიც გამონაბოლქვს პირდაპირ ქუჩებში შეამოწმებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილს გავლილი ექნება თუ არა ტექ-დათვალიერება, დარღვევის შემთხვევაში ის დაჯარიმდება და ხარვეზის გამოსწორებისთვის დრო მიეცემა. ეს კი ძრავის სრულ შეკეთებას და დამატებით ხარჯებს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს გარემოსთვის და ჰაერისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ავტომობილების ძრავები ძირითადად უხარისხო ბენზინითა და ზეთით რომ ზინადება, ესეც ფაქტია.

ამას გარდა, როგორც უკვე გაცხადდა, ავტომობილის ევაკუატორით საჯარიმო სადგომზე გადაყვანა 150 ლარი ეღირება. ესეც ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავალია და რაც მთავარია, ევაკუატორით გადაყვანილი მანქანების ოდენობა ძალიან მალე საგრძნობლად გაიზრდება. ოფიციალურად, ხელისუფლება თითქოს არაფერს ცვლის და უბრალოდ, ზომებს ამკაცრებს, მაგრამ ეს ნაბიჯი ხალხის ჯიბიდან დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონს ამოიღებს. აი, 1-ლი ივლისიდან გასაძვირებლად გამზადებული საგზაო ჯარიმები ცალკე შემოსავალი იქნება. იმავე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად მთელი საქართველო ვიდეოთვალებით იქნება აღჭურვილი. ყველა ობიექტი, სადაც ვაჭრობენ და არ აქვს მნიშვნელობა, რას ჰყიდიან, ვალდებული იქნება, სათვალთვალო კამერა დააყენოს. დიდ ქალაქებში კამერები ისედაც თითქმის ყველას აქვს, მაგრამ კანონი ეხება სოფლებში არსებულ მცირე მაღაზიებსაც და ხომ წარმოგიდგენიათ, სადღაც, რაჭაში, ვიღაც დღეში 20 ლარს რომ ვაჭრობს, 2000 ლარი უნდა გადაიხადოს სათვალთვალო კამერების მონტაჟში, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. კი გვეუბნებიან, ეს ბიზნესი ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა დაითრია, ბევრი კამერა შემოიტანა და ახლა მათ გაყიდვას სწორედ საკანონმდებლო ცვლილებით აპირებსო, მაგრამ აბა, ამას როგორ დავიჯერებთ, როდის უქნია ხელისუფლებას ასეთი რამ.

გაზრდილი ჯარიმების გარდა, პროდუქტზე მომატებული ფასები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დაგვამშვიდა, ეს მთელ მსოფლიოში და მთელ რეგიონში ხდება, ამიტომ, გაგებით უნდა მოვეკიდოთო. მართალია, ბატონ ოთარს ის აღარ უთქვამს, რატომ არის, რომ რეგიონში ყველაზე მეტად სწორედ საქართველოში გაძვირდა პროდუქტი და საწვავის ფასი სომხეთშიც კი იმაზე დაბალია, ვიდრე საქართველოში. ამას გარდა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე ცვლილების შემდეგ, პროდუქტი ყველგან იაფდება საქართველოს გარდა, ქართველი ბიზნესმენები ფასნამატს დაბლა ცოცხალი თავით არ წევენ და ამას არც არავინ აკონტროლებს. შამუგიამ არც ის ახსნა, პანიკის გადავლის შემდეგ, რატომ არ დაიკლო შაქრის ფასმა და რატომ ღირს ის იმაზე ერთი ლარით მეტი, ვიდრე ადრე იყო. ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა – შამუგიამ არც ის ახსნა, მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნები მიწის თითოეული კვადრატული მეტრის დამუშავებაზე რომ გადავიდნენ, საკუთარი პროდუქცია მეტი რომ ჰქონდეთ და გაძვირებულ პროდუქტებს ასე შეეხიდონ, ჩვენთან რატომ არის ასეულ ჰექტრობით დაუმუშავებელი მიწა განსაკუთრებით კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში?! იმიტომ ხომ არა, რომ საწვავის ფასი კატასტროფულია, შემოტანილი თესლების ფასი არარეალური და შხამ-ქიმიკატები კიდევ… ის თუ იცის ბატონმა ოთარმა, ერთი კილო სიმინდის და ხორბლის ფასმა ბოლო 1 კვირაში 30-40 თეთრით რომ მოიმატა და ამან თავისთავად გააძვირა ქამთის კვერცხი და ხორცი. ჰო, ქათმის ხორცი, რომელიც ხორცეულ პროდუქტებში ყველაზე იაფი ღირდა და მოსახლეობა წვალებით, მაგრამ მის შეძენას მაინც ახერხებდა, ახლა კი…

რატომღაც გვგონია, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება რეგიონებში. მათ არ იციან, რომ არსებობს სოფლები, სადაც ძალიან რომ მოინდომო, მოსახლეობაში ქეშით 500 ლარსაც ვერ მოაგროვებ, იმიტომ, რომ მათ ფული უბრალოდ არ აქვთ, სავსეა სოფლის მაღზიის „ნისიების“ რვეული და მერე, პენსიების ან მცირე ხელფასების აღების დროს, ისინი იხდიან ვალს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ თვეში კვლავ ვალის აღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ხელისუფლებამ არც ის იცის, რომ გლეხები ცდილობენ ხელით დაამუშაონ მიწის ნაკვეთი, რადგან ტრაქტორის ქირაობის ფული უბრალოდ არ აქვთ და ამ გზით მათთვის სამყოფი მოსავალი მაინც მოიყვანონ.

პარალელურად, ხელისუფლება იმაზეც წუხს, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის ფონზე, ინვესტიციები, უბრალოდ, არ შემოდის საქართველოში, რაც ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას აყენებს. უკვე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკა მილიარდი დოლარით იზარალებს, რაც 3 მილიარდ ლარზე მეტია და ამიტომ, ეს თანხა ხელისუფლებამ საიდანღაც უნდა მოიტანოს. ეს „საიდანღაც“ კი წესისამებრ, მოსახლეობაა და უკვე მოგახსენეთ, გაძვირებული და გასაძვირებელი პროცესები. სწორედ ამის გამო, გამოირიცხა საწვავზე აქციზის ფასის შემცირების შესაძლებლობა და იმავე 1-ლი ივლისიდან იგეგმება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის კვლავ გაზრდა. დაახლოებით ორი წლის წინ ითქვა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი დაახლოებით 10 ლარი იქნებოდა და ამისკენ უდიდეს ნაბიჯს სწორედ ზაფხულში გადავდგამთ.

მარტში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსული თოვლის გამო, ხეები დაზიანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი სეზონური ხილი ძალიან ცოტა და შესაბამისად, ძალიან ძვირი იქნება. როგორც გვეუბნებიან, სეზონური ხილის უდიდესი ნაწილიც კი ირანიდან და თურქეთიდან შემოვა, იმ თურქეთიდან, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე გადასახადი 1%-მდე დასწია და ლამის მთელი ქვეყანა სწორედ მიწის დამუშავებით არის დაკავებული და… სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდეს და ბიუჯეტის არც თუ მცირე ნაწილი სწორედ ფერმერების დახმარებისკენ არის მიმართული. ისიც არ დაგვავიწყდეს, რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემდეგ სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებით დადგა ფეხზე და რუსეთი კვების პროდუქტებში მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა, რიგ მიმართულებებში კი ბოლო ხუთ წელიწადში მეორე ათეულიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ კი… დახლზე უცხოური წარმოების მწვანილის გამოჩენას თუნდაც ორი წლის წინ რამდენი ელოდით, გულახდილად თქვით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved