• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მძღოლებისთვის ჯარიმები მკაცრდება და ახალი ამკრძალავი საგზაო ნიშანი ემატება

ალია ავტორი - ალია
13:18 03-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,762

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ცვლილებების შეტანას. – ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება:

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა – 200 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქ. ახალციხეში და ქ. ოზურგეთში, ისევე როგორც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე – 100 ლარის ოდენობით. მისივე თქმით, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ასევე, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

შესაბამისი ცვლილებებია გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონშიც. კერძოდ, საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. ასევე, ცვლილებები ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved