• რეკლამა
  • კონტაქტი
18:30, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მდინარაძის ვიზიტი რომ უკავშირდებოდეს ამ თემას პირდაპირ, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია და ვხედავ აქ გარკვეულ ბმას”

ალია ავტორი - ალია
16:49 02-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვაშინგტონში შესაძლოა, ირანის თემას უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ირანი საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ამ თემაზე მაღალი დონის შეხვედრები ლოგიკურად მიაჩნია.

“იმ ვითარებაში, როდესაც ახლა ერთ-ერთი ცენტრალური თემა ცივილიზებული სამყაროსთვის არის ირანის თემა, ამიტომ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი რომ უკავშირდებოდეს ამ თემას პირდაპირ, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია და ვხედავ აქ გარკვეულ ბმას. შეუძლებელია შეუმჩნეველი რეაგირების გარეშე და შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გარეშე დარჩენილიყო ან ის ვიზიტი კობახიძის, რომელიც თავის დროზე განხორციელდა და სადაც ის იდგა იმმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საფრთხედ არის აღქმული… ეს იქნებოდა ძალიან მკაცრი საუბარი და ასევე ვუშვებ იმასაც, რომ შესაძლოა, ამას მოჰყვეს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ნაბიჯები “ოცნების” თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ეს, კონკრეტულად, ვის შეეხება, როგორ შეეხება, გამოჩნდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული მოთხოვნებიც კი დადგა დღის წესრიგში, იმდენად სახიფათოდ არის უკვე აღქმული “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა”, – აცხადებს ეკა ბესელია.

11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს. თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ. ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved