„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე „მწვანე პასპორტების“გაუქმენას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„მწვანე პასპორტის გაუქმებამ უამრავ ადამიანს ააღებინა აცრაზე ხელი. მირეკავენ და მწერენ, იქნებ პარლამენტმა განიხილოს ეს საკითხიო. ახლა მელაპარაკა ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი-ხალხი იმიტომ იცრებოდა, რომ კაფე-რესტორნებში არ შეეძლოთ თავისუფლად შესვლაო, ახალგაზრდები უმეტესადო. ვისაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ, ისინც გაჩერდნენო. ერთჯერ აცრილები მეორეჯერ არ იცრებიანო. მავნებლობაა რაც ჩაიდინეს.“ – წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.














კომენტარები